Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ან ის დიპლომი ტყუილია და არასდროს მიუღია … ” – რა წერს დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

August 4, 2026
“ან ის დიპლომი ტყუილია და არასდროს მიუღია … ” – რა წერს დათუნაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

დიუსელდორფის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორი ვერ ხვდება, 250-წლიანი დემოკრატია რატომ აკრიტიკებს მის ხელისუფლებას იმის გამო, რომ თავისუფალი სიტყვის უკიდურესად შემზღუდავი კანონი მიიღო და რაღაც სამმართველო აქვს, რომლითაც ადამიანებს ციხეში სვამს „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსების გამო, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებას შეეხებოდა.

როგორც თაზო დათუნაშვილი აცხადებს, ვიდრე ხელისუფლება კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ იქცევა, იქამდე, მათ ცივილიზებული სამყაროდან არავინ დაელაპარაკება.

„ან ის დიპლომი ტყუილია და არასდროს მიუღია, ან ისეთი ინტელექტუალური დეგრადაცია განიცადა, რომ მე მგონი, ანბანის ცნობაზე უნდა გავტესტოთ ეს კაცი. რას ვერ ხვდება, ადამიანები 2 კვირა, 3 კვირა ციხეში რომ არ უნდა ჩასვა „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსების გამო? ამის გამო, ქვეყანა, რომელიც თავისუფალი სიტყვის დამცველია მთელ სამყაროში, გაგაკრიტიკებს, ამას ვერ ხვდება? შეერთებულმა შტატებმა, როგორც ევროკავშირმა და ზოგადად ცივილიზებულმა სამყარომ ამ ბანდიტების ხროვას დაუწერა შავით თეთრზე, რა უნდა გააკეთოს ბანდიტების ხროვამ იმისთვის, რომ აღარ იყოს ხროვა და სახელმწიფო სისტემას დაემსგავსოს ისევ და საქართველო ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, გააუქმოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონები, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და შემდეგ, მათ როგორც ცივილიზებულ ადამიანებს ვინმე დაელაპარაკება. მანამდე ცივილიზებულ სამყაროში მათ განდევნილებად თვლიან, არ თვლიან სრულფასოვან არსებებად, რადგან ისინი, კონსტიტუციის წინააღმდეგ, დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ იქცევიან და რაც მთავარია, საკუთარი ხალხის მტრები არიან რუსეთის სასარგებლოდ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში სტატუსის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას, უპასუხა, რომ შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნით. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია აშშ-ის საელჩოს აღნიშნული განცხადება. „აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში ერთ-ერთი მთავარი იყო, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას და სიცრუის ტირაჟირებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს აგენტების ხვედრია. მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ სხვანაირად ელაპარაკათ… “- რა განცხადებას აკეთებს ლევან მაჭავარიანი
  • პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და განსაკუთრებითი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა
  • შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში მივიდა – მერაბ მალანია შვილის პროცესს დაესწრება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge