Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღკვეთა

August 4, 2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღკვეთა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი.

თავდაპირველად, სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. ფერმერის (კ. წ.) ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ, ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ.

სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ვეტერინარებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ადგილზე არსებული, ფერმერის მიერ უკვე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის ბაზარზე მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.

ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს „პროდუქტები 2028“-ის (ს/კ 445530239) კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა.

შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს — ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება
  • “შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს…” – რას წერს არქიმანდრიტი დოროთე
  • “სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე, მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი?” – რას ამბობს კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge