Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სემეკ-ის სხდომაზე ქვეყნაში 2-ჯერ დენის გათიშვის მიზეზები განიხილეს

August 4, 2026
სემეკ-ის სხდომაზე ქვეყნაში 2-ჯერ დენის გათიშვის მიზეზები განიხილეს

რატომ ჩაქრა დენი 24-25 ივლისს საქართველოს მასშტაბით – სემეკის დღევანდელ სხდომაზე პირველადი დასკვნა წარადგინეს.

როგორც გაირკვა, მთავარი კერა იყო ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე, რა დროსაც გამორთვის სისტემამ არ იმუშავა და დაიწყო კასკადური ჩაბნლებები. შემდეგ უკვე ვერ იმუშვა ენრგუჰესის დაცვის სისტემამაც და მთლიანი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ახლა სემეკი ელექტროსისტემიდან დამატებით დოკუმენტაციას ელოდება, რომლის მიღების შემდეგაც საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდება, სადაც იქნება საუბარი მიზეზებზე და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ელექტროსისტემის მხრიდან.

ელექტროგადამცემ ხაზ “იმერეთზე“, ქვესადგურ ზესტაფონი – ქუთაისის მხრიდან, გამოირთო 104 მილიწამში, ხოლო ენგურჰესის ქვესადგურის მხრიდან კი 797 მილიწამში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ ელექტროგადამცემ ხაზ „იმერეთზე“ მომხდარ ავარიას, გამოეწვია აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ხაზების ავარიული გამორთვა. “იმერეთზე“ განხორციელებულია დიფერენციალური დაცვა, რომელსაც უნდა ემუშავა მყისიერად. განსახილველ შემთხვევაზე კი, გამოიკვეთა, ამ ეტაპზე, რომ დაცვის სისტემამ იმუშავა არასწორად და დაგვიანებით. აღნიშნულის მიზეზებს სწავლობს ჯგუფი, ველოდებით კიდევ გარკვეული ტიპის დოკუმენტებს. 2026 წლის 25 ივლისს მომხდარი სასისტემო ავარია, მსგავსად 28 ივლისის ავარიისა, 2 მიმართულებით დავიწყეთ შესწავლა – საქართველოსდ ა აზერბაიჯანს შორის კავშირის დაკარგვის ნაწილი და ენერგოსისტემის იზოლირებული მუშაობის ნაწილში. იმ შემთხვევაშიც, თუ ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე სწრაფმოქმედი დიფერენციალურიდ აცვები იმუშვებდა სწორად, არ იყო იმის მაღალი ალბათობა, რომ აზერბაიჯანის სისტემიდან მომხდარიყო გათიშვა.

ენგურჰესის შემთხვევაში კი – გამოიკვეთა, რომ ადგილი ჰქონდა ძაბვის ავტომატური რეგულირების არასწორ მოქმედებას, რაც იწვევა ენგურჰესის ქვესადგურში მაღალი ძაბვის სადენზე ძაბვების გადხრას. ჯგუფმა ელექტროსისტემიდან ისევ ვერ მიიღო ინფორმაცია, ძაბვის ავტომატური რეგულირების შემოწმების მეთოდოლოგიის შესახებ, შესაბამისად, სტანდარტული მეთოდოლოგიის არ არსებობა ეჭვქვეშ აყენებს ელექტროსისტემის მიერ, ენგურჰესის აგრეგატებთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს და ამრიგად უცნობია, აგრეგატების გამართული მუშობა, ქსელის გარდამავალ რეჟიმებში, როგორც ცალ-ცალკე , ისე ერთობლივად, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა.

სხდომაზე დავით ნარმანიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს არ იყო დასკვნა და ეს იყო ინფორმაცია, რომელიც აქამდე მიიღეს და დაამუშავეს.

დამატებითი განმარტებები, რომლებსაც ჩვენ მივიღეთ, ბუნებრივია შეცვლის ამ დასკვნას, მერე უკვე ეს იქნება კომისიის გადაწყვეტილება, – თქვა მან.

24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება
  • “შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს…” – რას წერს არქიმანდრიტი დოროთე
  • “სააკაშვილი დამანგრეველი ომის შემდეგ, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე, მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი?” – რას ამბობს კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge