Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

August 4, 2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე გამოვლინდა. მოქალაქეები თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდნენ.

„ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც წყლის ბიომრავალფეროვნებას, ისე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. მყისიერი რეაგირება ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 50-მდე ფაქტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო
  • რობერტ მადიარ ბროვდი განცხადებას ავრცელებს
  • მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონად დასახელებული თაილინის Miu Miu-ს საქორწილო კაბა და იტალიური ქორწილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge