ევროპაში არალეგალური მიგრაცია უნდა შეჩერდეს, ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საზღვრების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალაც უნდა გამოიყენონ – ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მედიასთან საუბრისას გააკეთა.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ევროპას ორი მთავარი პრობლემა აქვს – არალეგალური მიგრაცია და ენერგეტიკა.
დონალდ ტრამპის შეფასებით, მიგრაცია ევროპისთვის სერიოზული პრობლემაა, ევროპაში შესული ადამიანების ნაწილი კი ევროპის ქვეყნებს არაფერში ეხმარება.
