Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ზარდიაშვილთან დაპირისპირება ჩემთან დაპირისპირებაა…”- რას იხსენებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი

August 3, 2026
“ზარდიაშვილთან დაპირისპირება ჩემთან დაპირისპირებაა…”- რას იხსენებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი

“TV პირველის” ინფორამციით, ბიძინა ივანიშვილის გუნდისს ყოფილი ლიდერი, გედევან ფოფხაძე იხსენებს მამუკა მდინარაძის ზარს, რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერის მტკიცებით, მის მობილურზე მას შემდეგ განახორციელა, რაც მოსამართლეთა თემაზე, პარტიის ლიდერების ნაწილი ვანო ზარდიაშვილს ღიად დაუპირისპირდა.

ფოფხაძის მტკიცებით, მდინარაძე განსხვავებული აზრის მქონე კოლეგებს დაუკავშირდა და უთხრა, რომ “ზარდიაშვილთან დაპირისპირება მასთან დაპირისპირებას ნიშნავდა”.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ფოფხაძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე მის პროტეჟეს ამჯერად ვეღარ დაიცავს.

“ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერის თქმით, ზოგადად, ეს საკადრო ცვლილებები საბოლოო ჯამშ, ირაკლი კობახიძეს ასუსტებს.

“მდინარაძე უკვე ვერავის დაიცავს, თვითონ დასაცავია. “იმერული ესკიზები” რომ გავიხსენოთ: “შენ ვის უნდა უჯიკო, თვითონ საჯიკებელი ხარო”. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემო არ არის. ერთ კაცს რაღაც ეწყინება, ვიღაც მობეზრდება და იწყება ამ ხალხისგან პოლიტიკური ველის გაწმენდა. ამ ადამინებისთვის ივანიშვილი უბრალოდ “მეწველი ძროხაა”, რომელსაც თუ რძე გაუთავდება, ჩვეულებრივად დაკლავენ.

მათ [მდინარაძე-ზარდიაშვილს] ნათესაური ურთიერთობა აქვთ, გარდა ამისა, ისინი ყოველთვის ერთ ბმაში განიხილებოდნენ. როცა იყო კონფლიქტი ჩვენსა და ზარდიაშვილს შორის, მდინარძე მას აქტიურად უჭერდა მხარს. მამუკა ყველა ეტაპზე მხარდაჭერას უცხადებდა და ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი სადაც [ითქვა] იმას [ზარდიაშვილს] რომ უპირისპირდებით მეც [მდინარაძე] მიპირისპირდებითო. რაღაცნაირად გამოესარჩლა მაშინ თავის პროტეჟეს. ბუნებრივია, ეს ორი ადამიანი ერთად უნდა განვიხილოთ. ეს ცვლილებები კობახიძისთვისა უხერხულია, მიუხედავად იმისა, რომ მას არავის მიმართ არ აქვს სენტიმენტები, ვერ გეტყვით, რომ შესაძლოა, ბალიშში თავი ჩარგოს და იტიროს ზარდიაშვილ-მდინარაძის გამო, მაგრამ ეს მისი პოზიციების შესუსტებას რაღაც დონეზე გამოიწვევს”- აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი ასევე ადასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გლდანი კეცხოველის ქუჩაზე გზა გასკდა
  • საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუქ გვერდი წაიშალა
  • ქუთაისში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge