„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, საბურთალოზე, წყალმომარაგება ავარიულად შეწყდა.
„ქარელის ქ. N 14-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვიქტორ დოლიძის N29“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
