ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, 61 წლის ნანა ლაჩაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ახლობლები და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ.
ლაჩაშვილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოდან იყო. ის წლების განმავლობაში ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობდა და მუშაობდა.
ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ნანა ლაჩაშვილს რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ვაჟი გარდაეცვალა.
სამგლოვიარო ცერემონია 1 აგვისტოს, ბრუკლინში გაიმართება
