წყლის რიგი რუსეთის ქალაქ ტიუმენში. Telegram-არხებზე ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც რუსები წყლის რიგში დგანან.
“აყროლებული და დაბინძურებული ონკანის წყალი“ – ამბობს რიგში მდგომი ერთ-ერთი მოქალაქე.
ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით, ივნისის ბოლოდან მოსახლეობა მასობრივად ჩივის, რომ ონკანიდან მუქი ფერის, ბინძური და აუტანელი სუნის წყალი მოდის, რომლის გამოყენებაც, როგორც დასალევად ისე ელემენტარული ჰიგიენისთვისაც კი, შეუძლებელია.
მათივე ცნობით, მაღაზიებში წყალი სწრაფად იწურება, რის გამოც ადგილობრივ ხელისუფლებას ქალაქში ცისტერნებითა და სპეციალური წყალმზიდებით სასმელი წყლის დარიგება უწევს.