Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიციელი, რომლის მიმართ ელისაშვილს შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილია – ადვოკატი

July 31, 2026
პოლიციელი, რომლის მიმართ ელისაშვილს შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილია – ადვოკატი

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, პოლიციელი, რომლის მიმართაც პოლიტიკოსს შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილია.

ადვოკატის შეფასებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„რამდენიმე წუთში, სახელმწიფო ბრალდება ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ აბსურდულ, რიგით მეოთხე, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წარუდგენს. ეს არის აბსურდული საქმე. მოგეხსენებათ, ეს საქმე ეხება ტერორისტული აქტის საქმის განხილვის დროს მოწმეზე ე.წ. შეურაცხყოფის მიყენებას. მე ახლა ამ საკითხს [პოლიციელის ვინაობას]ვერ დაგიდასტურებთ, ვინაიდან საქმის მასალები არ მინახავს, მაგრამ ვარაუდია, რომ შოთა ჭიპაშვილზეა საუბარი. ის ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ამხილა, რომ მან მის წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობა ჩაიდინა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ალეკო ელისაშვილს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები სახის არეში, ხელის არეში, სისხლი სდიოდა ხელიდან, თუმცა, ვხედავთ შერჩევით სამართალს და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო არაადამიანურ მოპყრობაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა მხოლოდ და მხოლოდ მითითება, შენიშვნა მისცა და მოუწოდა მოწმეს, აღიარება მიეცა სასამართლოს წინაშე, თუ რას სჩაიოდა ის მის მიმართ. თუმცა, ელისაშვილი ჯერ სასამართლომ გააჩერა და დაემუქრა გაძევებით, შემდეგ უკვე პროკურატურამ დაიწყო ახალი სისხლის სამართლის საქმე. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და ეს არის მეოთხე სერია, რადგან მანამდე იყო ალი ბაბაევის საქმე, ტერორისტული აქტის ორი საქმე და ეს არის მეოთხე საქმე, თითქოს, სასამართლოს მიაყენა შეურაცხყოფა. თუმცა, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნება საქმეში, რადგან ამ სასამართლო სხდომებს ვესწრებოდი, იქ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საბა საზონოვი “ხეტაფეში” ითამაშებს
  • ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტი იმისთვის, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს
  • თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი მოგზაურის ოჯახი სუიციდის ვერსიას არ ეთანხმება – ახალი დეტალები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge