Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სახლში გამხდარა ცუდად… ორსულად იყო, ორი დღე სიცხე ჰქონია… კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა და სეფსისი განვითარდაო” – რას ჰყვებიან ლანა ლატარიას ახლობლები

July 31, 2026
“სახლში გამხდარა ცუდად… ორსულად იყო, ორი დღე სიცხე ჰქონია… კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა და სეფსისი განვითარდაო” – რას ჰყვებიან ლანა ლატარიას ახლობლები

26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ემ­შვი­დო­ბე­ბა სი­ცო­ცხლით სავ­სე ლა­ნას, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან და ორ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას­თან ერ­თად აჭა­რა­ში ცხოვ­რობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი მის­მა მშობ­ლებ­მა უცხო­ეთ­ში გა­ი­გეს, ლა­ნას დედა, ქრის­ტი­ნე კვა­რა­ცხე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო და იქი­დან თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ბრუნ­დე­ბა, ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მა­მამ, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა ზაალ ლა­ტა­რი­ამ.

“ვა­ი­მე შვი­ლო, მოვ­დი­ვარ მამა, შენ­თან ერ­თად უნდა მოვ­კვდე, შვი­ლი აღა­რა მყავს” – წერს ზაალ ლა­ტა­რია.

მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი სთხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შვილმკვდა­რი მამა უპ­რობ­ლე­მოდ შე­მო­უშ­ვან: “სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვე­ტე­რანს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა ომის მო­ნა­წი­ლეს, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ზაალ ლა­ტა­რი­ას გარ­და­ეც­ვა­ლა ქა­ლიშ­ვი­ლი ლანა ლა­ტა­რია ვუ­სამ­ძიმ­რებთ ზა­ალს და მის ოჯახს ამ უდი­დეს ტრა­გე­დი­ას. იმე­დია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, ზა­ა­ლის მი­მართ ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა არა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ას და შვილმკვდა­რი მამა უპ­რობ­ლე­მოდ გად­მოკ­ვეთს სა­ზღვარს, რათა და­ი­ტი­როს სა­კუ­თა­რი შვი­ლი “.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 26 წლის ლანა ლა­ტა­რია ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დეგ ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს.
“ლანა მე­სა­მე შვილ­ზე იყო ფეხ­მძი­მედ, ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. სა­ვა­რა­უ­დოდ მას ნა­ყო­ფი მო­შორ­და, სა­ღა­მოს გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, რად­გან სახ­ლში გახ­და ცუ­დად. ამ­ბო­ბენ, რომ სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­და. ალ­ბათ დაგ­ვი­ან­და და მო­ე­წამ­ლა ორ­გა­ნიზ­მი, თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლანა აღარ გვყავს. ვინც მას იც­ნობ­და, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი გოგო იყო. სი­ტყვე­ბი არ მაქვს, მი­ჭირს მას­ზე სა­უ­ბა­რი” – ამ­ბობს მე­გო­ბა­რი.

კი­დევ ერთი მისი ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სეფ­სი­სი სწო­რედ ნა­ყო­ფის მო­შო­რე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი:

“სხვა­დას­ხვა ვერ­სია გავ­რცელ­და გუ­შინ, როცა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. მერე ასე მი­თხრეს, რომ ლანა ორ­სუ­ლად იყო, ორი დღე სი­ცხე ქო­ნია, ეტყო­ბა მო­შორ­და ნა­ყო­ფი, ცუ­დად გამ­ხდა­რა, რომ გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თე­ბი­ათ, გან­ვი­თარ­და სეფ­სი­სი და ამით გარ­და­იც­ვა­ლაო, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. წლე­ბია ლა­ნას ვიც­ნობ, სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო. ზუგ­დიდ­ში მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იც­ნობ­და, გა­მორ­ჩე­უ­ლი გო­გო­ნა იყო, გლო­ვაა მის მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში, სა­დაც გა­ი­ზარ­და ლანა. მერე გა­თხოვ­და, ქო­ბუ­ლეთ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი, ჰქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი. დე­და­მი­სი სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ იყო წა­სუ­ლი და წუ­ხელ ჩა­მოფ­რინ­და. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის მშობ­ლებს, ძმას, ლე­ვანს, მის მე­უღ­ლეს და ახ­ლობ­ლებს ამ დიდ ტრა­გე­დი­ას.”

ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სი და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჯაბა თო­ლორ­და­ვამ, რო­მე­ლიც კარ­გად იც­ნობ­და ლა­ნას: ”მხრებ­ზე შემჯდა­რი რომ დამ­ყავ­და, მე რომ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ლანა იყო 2 წლის, მისი ძმა 4 წლის, ჩემ გვერ­დით ცხოვ­რობ­დნენ წლე­ბი და კის­რით ვა­ტა­რებ­დი. სულ მე მი­ტო­ვებ­დნენ ხოლ­მე და სას­წა­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მქონ­და. მერე გა­ი­ზარ­და, ულა­მა­ზე­სი მო­ცეკ­ვა­ვე გოგო დად­გა, ზუგ­დიდ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და ლა­ნას, მისი სი­ლა­მა­ზით და წე­სი­ე­რე­ბით, მერე ბა­თუმ­ში შექ­მნა ულა­მა­ზე­სი ოჯა­ხი, ეყო­ლა ორი შვი­ლი, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ე­ბი და ამ დი­ლით უცებ გარ­და­იც­ვა­ლა.

ნეტა ეს არ გა­მე­გო. ლანა ჩემი იმე­დი­ა­ნი, ჩემი პა­ტა­რა და­ი­კო, რო­მელ­მაც ჩემი ამ­ბა­ვი რაც გა­ი­გო მას მერე ყვე­ლა­ნა­ი­რად რომ გვერ­დით მედ­გა ისე­თი ლანა, ჩემ­თვის ბავ­შვი ხარ, ისევ ის კის­რით რომ დამ­ყავ­დი, ორ­მა­გად მეწ­ვის სული და გული შორს რომ ვარ. სა­ცო­და­ვი შენი დედ მამა, შენი მე­უღ­ლე, შენი ძმა, შენი ოჯა­ხი. სას­წა­უ­ლი გოგო იყო ლანა, სას­წა­უ­ლი ყვე­ლას რომ უყ­ვარ­და, ერთი ნახ­ვა საკ­მა­რი­სი იყო ლანა რომ შეგ­ყვა­რე­ბო­და. ახლა ამას მე უნდა ვწერ­დე სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, ყვე­ლას სა­ი­მე­დო ლანა რომ არ არის ამ სამ­ყა­რო­ში. მიყ­ვარ­ხარ უსას­რუ­ლოდ, მიყ­ვარ­ხარ ჩემ­თვის ის პა­ტა­რა ლანა ხარ რო­მე­ლიც კი­სერ­ზე შემჯდა­რი დამ­ყავ­და ბავ­შვო­ბა­ში. გული და სული მეწ­ვის ლანა გული და სული მეწ­ვის ჩემი სი­ცო­ცხლით სავ­სე გოგო ჩემი სა­ი­მე­დო პა­ტა­რა და­ი­კო. მიყ­ვარ­ხარ, მუ­დამ ჩემ გულ­ში იქ­ნე­ბი ოდეს­მე შევ­ხვდე­ბით”.

ლანა ლა­ტა­რია ივ­ნის­ში გახ­და 26 წლის, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად. “12 წელი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა იყო…და დღე­საც, თი­თო­ე­უ­ლი სიმი, გას­მა და მოძ­რა­ო­ბა პირ­და­პირ სუ­ლამ­დე აღ­წევს.ეს ის გრძნო­ბაა, რო­მელ­საც დრო ვე­რა­სო­დეს მა­ვი­წყებს. და მჯე­რა ჩემი გო­გო­ე­ბიც ერთ დღეს დიდ სცე­ნა­ზე, ფი­ლარ­მო­ნი­ის შუ­ქებ­ში, გა­აგ­რძე­ლე­ბენ დე­დი­კოს გზას” – წერ­და ცოტა ხნის წინ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ ლა­ნას ოჯა­ხის წევ­რებს ამ დიდი ტრა­გე­დი­ის გამო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სერიოზულად ვფიქრობ, მიუხედავად ყველანაირი სირთულეებისა, დავაფუძნო მოძრაობა, საქართველოს ერების და მამულის დაცვა…” – რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი
  • “პირველ ეტაპზე, კონსულტაციებს გავმართავთ იურისტებთან, სამართლის მცოდნეებთან, ისტორიკოსებთან … ” – რას აცხადებს გიორგი შანიძე
  • “ივანიშვილმა შესაძლოა კობახიძე მოიცილოს და პრემიერად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო ცივილიზებულად გამოიყურება…” – რას ამბობს დავით დარჩიაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge