„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, სამგორი რაიონში, სოფ.ნასაგურის სატუმბო სადგურში წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას 11:00 საათიდან, 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფელ ნასაგურს და წინუბანს.
