Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჯორჯიან ეარვეისმა” მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ზიანის ანაზღაურებაზე კი უარი განაცხადა – GCCA

July 30, 2026
„ჯორჯიან ეარვეისმა” მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ზიანის ანაზღაურებაზე კი უარი განაცხადა – GCCA

GCCA-მა „ჯორჯიან ეარვეისს“ მომხმარებლის ჩემოდნის დაზიანებისა და ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო დარღვევა დაუდგინა.

GCCA-ის ინფორმაციით, კომპანიამ მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ხოლო შემდგომ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

ირკვევა, რომ მომხმარებელი VIP მომსახურებით სარგებლობდა, რაც ბარგის უშუალოდ ავტომობილამდე მიტანას ითვალისწინებდა.

სააგენტოს ცნობით, მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებელს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაზიანება დაუყოვნებლივ აღმოეჩინა, მაშინ როდესაც კომპანია სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებდა.

„GCCA-ის განმარტებით, როგორც საერთაშორისო კონვენციების, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრებოდა. „ჯორჯიან ეარვეისს“ უნდა დაესაბუთებინა, რომ ნივთი მისი ბრალეულობით არ დაზიანებულა. ვინაიდან კომპანიამ აღნიშნული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, დადასტურდა მისი მხრიდან სათანადო მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევა.

ამასთან, ერთ-ერთი განმცხადებლის პრეტენზია შეეხებოდა კომპანიის სტანდარტულ პირობას, რომელიც მგზავრებს კომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების სხვა პირისთვის დათმობას უკრძალავდა. GCCA-ის განმარტებით, ამგვარი სტანდარტული პირობა გაუმართლებლად ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს და უსამართლო სტანდარტულ პირობად მიიჩნევა. თუმცა ვინაიდან მოვაჭრემ აღნიშნული ჩანაწერი საქმის განხილვის პროცესშივე ამოიღო, სააგენტომ ამ ნაწილში დარღვევა აღარ დაადგინა.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-მდე ოდენობით. ამასთან, 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • „ჯორჯიან ეარვეისმა” მომხმარებლის ჩემოდანი დააზიანა, ზიანის ანაზღაურებაზე კი უარი განაცხადა – GCCA

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge