Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე, რომლის განცხადებითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა, პროკურატურაში დაიკითხა

July 30, 2026
სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე, რომლის განცხადებითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა, პროკურატურაში დაიკითხა

სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე, რომლის განცხადებითაც, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა, პროკურატურაში დაიკითხა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მისი ადვოკატი, თამარ ლუკავა აცხადებს, მჭედლიძეს დღეს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება. ამასთან, ადვოკატი ითხოვს, სასამართლოს გარე და შიდა პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერები დაარქივდეს და საქმეს დაერთოს.

„თავიდან, როდესაც თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში შევედით, გვითხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გასაუბრება ჩატარდებოდა, რასაც არ დავეთანხმეთ, რადგან სახეზე გვაქვს დანაშაულის ნიშნები და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება გვჭირდებოდა. შესაბამისად, საჭირო იყო მსხვერპლის გამოკითხვა და არა მასთან გასაუბრება. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები შეზღუდულ დროშია ჩასატარებელი და თუ დღეს არ დაიწყებოდა გამოძიება, შესაძლებელი იყო, საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები შემდეგ აღარ გვქონოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ასევე, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს იყო. დაზარალებულს სხეულზე საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება და სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება.

ჩვენი მოთხოვნაა, პირველ რიგში, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება მოხდეს სასწრაფოდ და შემდეგ ამოღება, საქმეზე დასართავად, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ასევე, დროულად უნდა მოხდეს ყველა იმ მოწმის გამოკითხვა, ვინც ფაქტს ესწრებოდა.

დავით მატიაშვილზე, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსზეა საუბარი, ხილული დაზიანებები, რაც მჭედლიძეს ხელის არეში, მკლავის არეში აქვს, სწორედ მატიაშვილისგან განხორციელებული ქმედების შედეგადაა.

ორი ფაქტია განხორციელებული, ერთი შენობის შესასვლელ კარებთან და მეორე – ეზოში. დაზიანებები რაც აქვს მიყენებული, შენობის ეზოში როცა მანდატურები მოათრევდნენ, იმ დროსაა მიღებული და იმ მხარეს აქვს დაზიანებები, რომელ მხარესაც მატიაშვილი იდგა და ხელს უჭერდა.

პროვოკაცია მოხდა მათი მხრიდან, ისინი მუდმივად პროვოცირებენ, ცდილობენ ადამიანები წყობიდან გამოიყვანონ და აქეთ, „შეუკერონ“ საქმე“, – განაცხადა ლუკავამ.

ცნობისთვის, 28 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ივლისს საკრებულოსთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებულ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • სად არის მოსალოდნელი ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ნისლი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება
  • გაფრთხილება ვარსკვლავებისგან: რისთვის უნდა მოემზადოს ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge