Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„წარმოვიდგინოთ, რა იქნება სექტემბრიდან … ” – რას წერს კახა კახიშვილი

July 30, 2026
„წარმოვიდგინოთ, რა იქნება სექტემბრიდან … ” – რას წერს კახა კახიშვილი

„ყველაზე მეტად ისევ ის ადამიანები ზარალდებიან, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს,“ – პოლიტიკოსი კახა კახიშვილი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გამზირის განახლება აუცილებელია, მაგრამ საჭიროა დღესვე უნდა დაიწყოს იმ პრობლემებზე ზრუნვა, რაც მსგავს სამუშაოებს თან ახლავს.

გთავაზობთ კახა კახიშვილის პოსტს უცვლელად:

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აუცილებელია. ეს ქვეყნის მთავარი გამზირია და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. ამიტომ მისი განახლება მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებაც სწორად იყოს ორგანიზებული.

დღეს ჯერ კიდევ ზაფხულია. ბევრი ადამიანი შვებულებაშია, სკოლები და უნივერსიტეტები არ ფუნქციონირებს, ქალაქიც შედარებით ნაკლებად არის დატვირთული. მიუხედავად ამისა, უკვე დღეს ვხედავთ, რამდენად გაიზარდა საცობები. ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა იქნება სექტემბრიდან.

გაიხსნება სკოლები და უნივერსიტეტები, აქტიურ მუშაობას დაუბრუნდება პარლამენტი, სრული დატვირთვით იმუშავებს მთავრობის ადმინისტრაცია, სხვა სახელმწიფო უწყებები, მნიშვნელოვნად გაიზრდება კერძო სექტორის აქტივობაც. სწორედ ამ მიმართულებით ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანს უწევს გადაადგილება.

თუ უკვე დღეს ასეთი მდგომარეობაა, მოდი, დღესვე ვიფიქროთ, როგორ უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე თვე ისე, რომ აუცილებელი რეაბილიტაცია ქალაქისთვის ყოველდღიურ პრობლემად არ გადაიქცეს.

კიდევ ერთი საკითხია, რომელსაც ყურადღება აუცილებლად სჭირდება. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტია. 18-მეტრიანი ავტობუსები სწორედ რუსთაველის მსგავსი ფართო გამზირებისთვის იყო გათვლილი. იქ ისინი ავტობუსის სპეციალური ზოლებით მოძრაობდნენ და მგზავრები სწრაფად და კომფორტულად გადაჰყავდათ დანიშნულების ადგილამდე.

დღეს კი იგივე ავტობუსები ვიწრო ქუჩებზე გადაადგილდებიან. ზოგიერთ ქუჩაზე ორ მსუბუქ ავტომობილსაც კი უჭირს ერთმანეთის გვერდით გავლა. ასეთ პირობებში საცობში მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები კი არ დგანან, საათობით ჩერდებიან ავტობუსებიც.

ყველაზე მეტად კი, ისევ ის ადამიანები ზარალდებიან, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ავტობუსით უფრო სწრაფად მივიდოდნენ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ დღეს ისინიც იმავე საცობში ხანდახან ერთ საათზე მეტხანს, ზოგჯერ კი ორ საათამდეც არიან გაჩერებულები.

ეს პრობლემა უკვე მხოლოდ რამდენიმე ქუჩას აღარ ეხება. ჯაჭვური რეაქციით საცობები მთელ ქალაქზე ვრცელდება, გავლენას ახდენს აეროპორტის მიმართულებით მოძრაობაზეც და საბოლოოდ მთელი ქალაქის გადაადგილებას ართულებს.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: თუ ვიწრო ქუჩაზე ერთმანეთის უკან გაჩერდება 18-მეტრიანი ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილები და სხვა ტრანსპორტი, როგორ უნდა გაიაროს სასწრაფო დახმარების მანქანამ, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ან პოლიციამ?! როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ზოგჯერ თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამასთან, საუბარი არ არის რამდენიმე დღეზე ან ერთ კვირაზე. საუბარია, რამდენიმე თვეზე. თუ სამუშაოები ნოემბრამდე ან შესაძლოა წლის ბოლომდეც გაგრძელდა, ამ ყველაფერზე ფიქრი და დაგეგმვა დღესვე უნდა დაიწყოს.

ალბათ, ახლა ის დროა, დროებით გადაწყვეტილებებზეც ვიფიქროთ. მაგალითად, იმ მარშრუტებზე, რომლებიც დღეს ვიწრო ქუჩებზეა გადატანილი, დროებით მცირე ზომის ავტობუსების ან მიკროავტობუსების გამოყენება; იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, მოქნილი სამუშაო გრაფიკის ან დისტანციური მუშაობის დროებით დანერგვა; ასევე შესაძლებელია სამუშაო საათების განსხვავებულად განაწილებაც, რათა ქალაქზე დატვირთვა შემცირდეს. ეს პრობლემას მთლიანად ვერ მოაგვარებს, მაგრამ ამ რამდენიმე თვის გაცილებით უკეთ მართვაში ნამდვილად დაგვეხმარება.

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის ორგანიზება შესაძლებელია. მთავარია, პრობლემებზე წინასწარ ვიფიქროთ და არა მაშინ, როცა სექტემბრიდან ქალაქი უკვე ყოველდღიურ საცობებში აღმოჩნდება.

რუსთაველის რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება ხარისხიანად. მაგრამ თუ ამ რამდენიმე თვეს სწორად დავგეგმავთ, ქალაქიც უფრო გამართულად იმუშავებს და მოსახლეობაც გაცილებით ნაკლებ დისკომფორტს იგრძნობს,“ – წერს კახა კახიშვილი.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისიდან დაიწყო. შედეგად, აღნიშნულ გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაციის პროცესი 4 თვე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში სამოძრაო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც შეიცვლება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის საქმე – კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა, მიმალვა შეძლო
  • “მე გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ…” – რას ამბობს მარიამ კუბლაშვილი ნატა ვიბლიანზე?
  • გარემოვაჭრეებსა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება იყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge