საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას BMG ავრცელებს და წერს, რომ ის საკუთარ დროებით საცხოვრებელში, გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქართველოში ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო 13 ივლისის შემდეგ გაუჩინარდა. ის მარტო მოგზაურობდა.
