“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქობულეთში ქალი დაჭრეს – შსს მომხდარს უარყოფს და ამბობს, რომ ქალზე ფიზიკურად იძალადეს – როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა, სადაც კაცმა ქალი დაჭრა. შემთხვევის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.
