მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა და საზოაგდოებას მოუწოდა, უარი თქვან მსხვერპლის როლზე და ყველანაირ ძალადობას შეეწინააღმდეგონ.
ამასთან, მესამე პრეზიდენტმა გააკრიტიკა ძალადობრივი ფაქტები და სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტებიც ეჭვქვეშ დააყენა.
სააკაშვილმა მოკლედ ისაუბრა კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმაზეც.
“საკმაოდ წარუმატებელი ხუმრობის გამო, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ამისთვის ცემა? ონისე ოქრიაშვილს სცემეს. იქ ხომ იმდენი ხალხი იყო, მათ შორის მისი ნაცნობები, რატომ არცერთმა არ გაანძრია ხელი, მითხარით? უარს ვამბობთ მსხვერპლის როლში ყოფნაზე, ისევ დაგვიჭირეს, ისევ გვცემეს, კიდევ ახლა შექმნეს, ვიღაც ქართველიშვილი, თუ სომხიშვილი, ვიღაც მაიმახი ვიღაც ჯოჯოებთან ერთად და ის გვცემს კიდევ ჩვენს სადარბაზოებთან და ხელები და ფეხები რისთვის გაბიათ?! ენა რისთვის გაქვთ, რომ შეეპასუხოთ სათანადოდ?
ვერაზე მთელი პოლიცია გადასულია დევნაზე იქ გამოსული დემონსტრანტების და არ სცალია იმისთვის, რომ ფსიქიურად გაუწონასწორებელ ადმაიანს სამი იარაღი ლეგალურად ჰქონდა გადაფორმებული საკუთარ სახელზე” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე გაიმართა.
