კობახიძემ თინა რუხაძის კულტურის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანება გამოსცა – გაათავისუფლა მისი პირველი მოადგილე მაკა გურგენიძეც და ამ პოსტზე მიხეილ კიკნაძე დანიშნა – შესაბამისი ოფიციალური ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
კულტურის მინისტრმა თინა რუხაძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა. ლელო საქართველოსთვის წევრმა გიორგი სიორიძემ კი დღეს თქვა: “გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე Facebook-ის პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში”.
მიხეილ კიკნაძე ამ დრომდე კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2024 წელს საქართველოს რკინიგზაში მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამის შემდეგ კი ერთ-ერთ კომპანიაში შიდა მონიტორინგის მენეჯერი იყო.
