ახალი დეტალები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებული ყოფილი პოლიციელის სასამართლოდან – პროკურატურის წარმომადგენელმა პროცესზე თქვა, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე, დავით ჭითანავა საზღვრის დატოვებას გეგმავდა.
შესაბამისად, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხის გათალისწინებით, ბრალდების მხარემ ბრალდებულის პატიმრობაში გაშვების შუამდგომლობა დააყენა.
გაირკვა ისიც, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიება გასულ წელს დაიწყო. მთერლი ამ პერიოდის განმავლობაში, წელიწად-ნახევარი ხობის პოლიციაში მუშაობდა და თანამდებობა დაკავებამდე ერთი თვით ადრე დატოვა.
“პირველების” კორესოიდენტის ცნობით, სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა დაასახელა სამეგრელოში მდებარე ესთეტიკის ცენტრი, საიდანაც ბრალდების მხარის წარმომადგენლის თქმით, პოლიციელს ფოტოები მიაწოდეს.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა და დაკავებულთა წრე გაიზარდოს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულის ადვოკატის, სოსო ჯანაშიას თქმით, მტკიცებულება, რომ კონკრეტული მასალა პოლიციელის ტელეფონზე გაიგზავნა, გამოძიებას მოპოვებული არ აქვს.
“ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ მდგომარეობას არ ადასტურებს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატიოული ინფორმაციის საფუძველზე ამ ესტეთიკის ცენტრის წარმომადგენელს ბრალდებოდა დავით ჭითანავასთან ამ ინფორმაციის გადაგზავნა და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ბიუროს უნდა დაედგინა იყო თუ არა გადაგზავნილი დავით ჭითანავას ტელეფონში აღნიშნული ინფორმაცია.
ჭითანავა თურქეთში გადადიოდა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ ბრალდებულის ტელეფონში ყოფილიყო აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, გარდა ოპერატიული ინფორმაციისა, ბრალდებულის ტელეფონში სხვა ინფორმაცია არ არის ნანახი. საუბრიობდა ბრალდების მხარე, რომ ტელეფონი გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა მსგავსი ინფორმაცია ტელეფონში. წელიწად-ნახევარია ეს გამოძიება მიმდინარეობს და ეს მტკიცებულება ნაპოვნი არ არის.
ჭითანავა საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა პოლიციიდან – ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე”- თქვა ადვოკატმა.
