კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, რომელიც კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მიხეილ კიკნაძე ამ დრომდე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.
მიხეილ კიკნაძის მიერ შევსებული 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, კულტურის სამინისტროში მისვლამდე ის საქართველოს რკინიგზაში ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი კომპანია “ჯიარ ტრანზიტ ლაინის” შიდა მონიტორინგის მენეჯერი.
მეც გავიგე ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით და ის ინფორმაცია, რაც იყო მოცემული, არანაირი უფლება არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო ამ ამაში. აქედან გამომდინარე, მოვუქოდებ ყველას, რომ სპეკულაციები ამ საკითხზე დასრულდეს, ის, რაც უკვე ბოლო საათების განმავლობაში მიმდინარეობს და ვენდოთ იმ ინფორმაციას, რაც დღევანდელ დღეს გვაქვს. ძალიან მკაფიოდ ეწერა ის მიზეზი, რა მიზეზითაც ეს ადმაიანი გადადგა თავის დაკავებული თანამდებობიდან, – ამბობს ზვიად შალამბერიძე.
მას ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი იმის, რომ ჩვენ ამაში ეჭვი შევიტანოთ არ გვაქვს. დღეს საქართველოს მტავრობა, ისე, როგორც არასდროს არის ჯანსაღი და კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს. არ არსებობს არანაირი კითხვა, მათ შორის არც კორუფციასთან ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით და თუ ვინმეს მიმართ არსებობდა ოდესმე, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ პასუხი გასცა, – ამბობს გიორგი გაბუნია.
