37 წლის დიანა ქუთათელაძეს (რომელიც ასევე ცნობილია დიანა ტამბიევას სახელით), რომელიც ლონგ-აილენდზე მომხდარი ტრაგიკული ავარიისა და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამო უკვე იჯდა ბრალდებულის სკამზე, ახალი, მძიმე ბრალდება წაუყენეს.
ამჯერად მას ფედერალურ მოსამართლის ქრთამის შეთავაზებასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ლუიზიანას შტატის ფედერალურმა პროკურატურამ ქუთათელაძის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გაასაჯაროვა. საქმის მასალების თანახმად, ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში, მან დასავლეთ ლუიზიანაში საემიგრაციო პატიმრობაში (ICE) მყოფი პირის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს „Patron Silver“-ის მარკის ტეკილა, 100-დოლარიანი საჩუქრის ბარათი და ნაღდი ფული შესთავაზა. მოგვიანებით, ქუთათელაძემ ქრთამის თანხა 2000 დოლარამდე გაზარდა. მოსამართლემ ქრთამი არ მიიღო და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა, რასაც გამოძიების დაწყება მოჰყვა.
ახალი ფედერალური ბრალდების გამო, ნასაუს ოლქის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქუთათელაძეს მანამდე დაკისრებული 300 000-დოლარიანი გირაო გაუუქმა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ქვეყნიდან მისი გაქცევის სერიოზული საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი სასამართლოს საკუთარი და ოჯახის წევრების პასპორტების ჩაბარებასა და შინაპატიმრობას სთავაზობდა, მოსამართლემ ბრალდებული პირდაპირ პატიმრობაში გადაიყვანა.
ივლისში გამართულ სასამართლო სხდომაზე დიანა ქუთათელაძე ეტლით გამოცხადდა, რაც მარტის ავარიისას მიღებული დაზიანებების შედეგია. სასამართლო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა როგორც დიანას ადვოკატმა, ისე მისმა ქმარმა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა.
10:36 / 29-07-2026
“დიანა ქუთათელაძემ ამერიკელ მოსამართლეს ქრთამის სახით ტეკილა და ფული შესთავაზა” – აშშ-ში მომხდარი შემზარავი ავარიის საქმეზე გასამართლებული ქართველის ახალი ბრალი
37 წლის დიანა ქუთათელაძეს (რომელიც ასევე ცნობილია დიანა ტამბიევას სახელით), რომელიც ლონგ-აილენდზე მომხდარი ტრაგიკული ავარიისა და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამო უკვე იჯდა ბრალდებულის სკამზე, ახალი, მძიმე ბრალდება წაუყენეს.
ამჯერად მას ფედერალურ მოსამართლის ქრთამის შეთავაზებასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ლუიზიანას შტატის ფედერალურმა პროკურატურამ ქუთათელაძის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გაასაჯაროვა. საქმის მასალების თანახმად, ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში, მან დასავლეთ ლუიზიანაში საემიგრაციო პატიმრობაში (ICE) მყოფი პირის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს „Patron Silver“-ის მარკის ტეკილა, 100-დოლარიანი საჩუქრის ბარათი და ნაღდი ფული შესთავაზა. მოგვიანებით, ქუთათელაძემ ქრთამის თანხა 2000 დოლარამდე გაზარდა. მოსამართლემ ქრთამი არ მიიღო და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს აცნობა, რასაც გამოძიების დაწყება მოჰყვა.
ახალი ფედერალური ბრალდების გამო, ნასაუს ოლქის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ქუთათელაძეს მანამდე დაკისრებული 300 000-დოლარიანი გირაო გაუუქმა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ქვეყნიდან მისი გაქცევის სერიოზული საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი სასამართლოს საკუთარი და ოჯახის წევრების პასპორტების ჩაბარებასა და შინაპატიმრობას სთავაზობდა, მოსამართლემ ბრალდებული პირდაპირ პატიმრობაში გადაიყვანა.
ივლისში გამართულ სასამართლო სხდომაზე დიანა ქუთათელაძე ეტლით გამოცხადდა, რაც მარტის ავარიისას მიღებული დაზიანებების შედეგია. სასამართლო განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა როგორც დიანას ადვოკატმა, ისე მისმა ქმარმა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა.
სისხლიანი ავარია Southern State Parkway-ზე
დიანა ქუთათელაძის წინააღმდეგ ძირითადი საქმე მიმდინარე წლის 15 მარტს მომხდარ შემზარავ ავარიას უკავშირდება. საგამოძიებო უწყების ცნობით, ის Cadillac Escalade-ის მარკის ავტომობილს სიმთვრალეში მართავდა – სისხლში ალკოჰოლის შემცველობა დასაშვებ ნორმას ორჯერ აღემატებოდა, ხოლო სიჩქარე 130 კმ/სთ-ს (81 მილი/საათში) აღწევდა.
სატრანსპორტო საშუალება გზიდან გადავიდა, ჯერ სხვა ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ გამყოფი ჯობირი გადაკვეთა და საპირისპირო ზოლში მოძრავ Toyota Highlander-ს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ხანდაზმული წყვილი – 82 წლის დონალდ მაქსველი და მისი 88 წლის მეუღლე, ლისენტ მაქსველი, რომლებიც ადგილობრივი ეკლესიის ლიდერები იყვნენ. ავარიას 6 ავტომობილის შეჯახება და რამდენიმე ადამიანის მძიმე დაშავება მოჰყვა, მათ შორის თავად ქუთათელაძის, მისი ქმრისა და ტოიოტას მძღოლის.
ქუთათელაძეს ნასაუს ოლქში 23-პუნქტიანი ბრალდება აქვს წარდგენილი, რაც მოიცავს დამძიმებულ გარემოებებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სიცოცხლის მოსპობას, გაუფრთხილებლობით მკვლელობასა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
