Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აბას არაღჩი განცხადებას ავრცელებს

July 29, 2026
აბას არაღჩი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო და უკრაინა ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც არაღჩი აღნიშნავს, ესკალაციისკენ არც ირანი ისწრაფვის.

„თუმცა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა მიუღებელია. ზარალი აუცილებლად უნდა ანაზღაურდეს“, – წერს არაღჩი.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ გულწრფელი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ კოლეგასთან და არაღჩისთან საუბრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან არიდების აუცილებლობას.

ცნობისთვის, უკრაინამ რამდენიმე დღის წინ კასპიის ზღვაში გემზე იერიში მიიტანა. უკრაინული მხარის განცხადებით, ქვეყნის დრონებმა კასპიის ზღვაში დაარტყეს ორ რუსულ გემს, რომლებსაც სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. უკრაინის მტკიცებით, ორივე გემი ირანიდან რუსეთის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. ირანული მხარე კი ირწმუნება, რომ იერიში განხორციელდა ირანის ერთ-ერთ კომერციულ გემზე, რომელსაც რკინის ტვირთი გადაჰქონდა. აღნიშნული თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
  • ცნობილია პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის ვინაობა
  • წყალი 7 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge