“ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას არანაირად, პირიქით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ეკლესია დავიცვათ მაქსიმალურად და ამ ადამიანებს არ მივცეთ იმის საბაბი და არ იყვნენ ეს ადამიანები იმით მოტივირებულები, რომ რაღაცა ჩვენი იდენტობა, ჩვენი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ესე ქილიკით მოიხსენიონ და პასუხი არ გაეცეთ, რა. არა იმ ფორმებში, რა ფორმებსაც თვითონ უსვამენ ხაზს”, – ამბობს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი “რუსთავი 2”-თან.
ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავი მოძრაობა – “ეროვნული თაობა” დააფუძნა, რომელსაც ოცნების პროპაგანდა “სახალხო მოძრაობად” მოიხსენებს. საინიციატივო ჯგუფმა განაცხადი იუსტიციის სახლში დღეს შეიტანა.
გიორგი ქართველიშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ჟანა აკოფაშვილის ქმარია. ის “რუსთავი 2”-ში გადასვლამდე “მთავარი” არხის ჟურნალისტი იყო. ქართველიშვილს კი აქტივისტები ტიტუშკების მობილიზებაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღის წინ ოცნების პროპაგანდისტული მედია მას აქტივისტ და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე “თავდამსხმელის მეგობრად” მოიხსენიებდა და მის დასაცავად იყენებდა
