ივანიშვილის ქების სერია განახლდა – ქარელის მერის, ზაზა გულიაშვილის მიერ დაწერილ პოსტს Facebook-ზე შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აკოპირებენ.
საუბარია, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებზე და მათი მოადგილეებზე. დაკოპირებული ტექსტებით “ოცნების” დამფუძნებლებს აქებენ ასევე აიპების დირექტორები და მათი თანამშრომლები.
“არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს.ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო. მისი ოჯახის უსაფრთხოება დადო სასწორზე” – წერენ ისინი
ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა ანალოგიური შინაარსის პოსტი და ივანიშვილთან გადაღებული ფოტო გვიან ღამით გამოაქვეყნა
