Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, ლაშა ხუციშვილთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

July 28, 2026
მარიამ ქვრივიშვილი, ლაშა ხუციშვილთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

კერძოდ, მინისტრები გაეცნენ ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს იქნება ისტორიული პროექტი საქართველოს ავიაციისა და ზოგადად ტრანსპორტის სექტორისთვის.

„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე იქნება 3.6 კილომეტრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს ვუმასპინძლოთ. ეს საგრძნობლად გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ, რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს, მათ შორის, სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. დაახლოებით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჩვენ სრულად დავასრულებთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წინ უძღვის სრულ ექსპლუატაციაში მიღებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ვასრულებთ შუქტექნიკისა და სხვა სანავიგაციო სისტემების მოწყობას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

„რამდენადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია გეგმა-გრაფიკთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ, გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსვლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ, რათა პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე მივიღოთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრებმა დაათვალიერეს აეროპორტის სივრცეში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, მგზავრთა კომფორტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გაკეთებული ორი ახალი პრემიუმ სერვისის ბიზნეს ლაუნჯი და Fast Track – ი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულ თანხვედრაშია იმ დიდ განვითარების გეგმასთან, რომელიც მთავრობას ზოგადად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით აქვს.

მსგავსი მასშტაბის საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება – მისი ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის აეროპორტის შესაძლებლობებს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციას. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტს უდიდესი ღირებულება ექნება ქვეყნის ტურიზმისა და საავიაციო სექტორის განვითარებისთვის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გაჩერდი, თორემ კბილებს ჩაგილეწავ…” – ქუთაისში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ პატრულის თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა
  • წყალი 23 საათამდე შეწყდა – გადაამოწმეთ მისამართები
  • გუშინ დაკავებული ნოდარ წიწარიშვილი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge