ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
