Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

July 27, 2026
რომელი ზოდიაქოს ნიშნები მიაღწევენ თვის ბოლომდე კარიერულ წარმატებას? – ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვერძის ნიშნის წარმომადგენლებს მაღალი სოციალური აქტივობის პერიოდი ელოდებათ. ურთიერთობების გახშირებას, სანაცნობო წრის გაფართოებას, სწავლის დაწყებას ან ახალი პროექტების წამოწყებას მოინდომებთ. თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ: ყველაფრის მოსწრებას ნუ შეეცდებით. გადაღლამ, შესაძლოა, ემოციურ გამოფიტვამდე მიგიყვანოთ.

კვირის დასაწყისი ძველი საქმეების დასასრულებლად და საბუთების მოსაწესრიგებლად იდეალურია. ოთხშაბათს და ხუთშაბათს გარშემომყოფებს განწყობის გაფუჭების უფლებას ნუ მისცემთ. საკუთარ თავში სიმტკიცე შეინარჩუნეთ და სხვის ნეგატივს ნუ აჰყვებით. შაბათ-კვირა, შეძლებისდაგვარად, ბუნებაში გაატარეთ (ასევე დაგაინტერესებთ: მზე ლომის ნიშანში გადადის და ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს წლის ყველაზე ბედნიერ პერიოდს ჰპირდება – ასტროლოგები ასახელებენ).

კურო
კუროებისთვის ორაზროვანი კვირა დგება. ფიზიკური აქტივობა ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებათ, თუმცა ინტელექტუალური შრომა კარგ შედეგებს მოგიტანთ. თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს ან პოტენციურ პარტნიორებს დააინტერესებს. ხუთშაბათი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ხელსაყრელია.

კვირის ბოლოს მოულოდნელი მოვლენებია მოსალოდნელი: დაუგეგმავი შეხვედრები, ნათესავების სტუმრობა ან სამუშაო გეგმების ცვლილება. მოთმინება გამოიჩინეთ და გარემოებებთან სწრაფად ადაპტირებისთვის მზად იყავით.

ტყუპები
ვარსკვლავები ტყუპებს მოსალოდნელი კონფლიქტური პერიოდის შესახებ აფრთხილებენ. უფრო კონკრეტულად, მოსალოდნელია უთანხმოებები საქმიან სფეროში, შეთანხმებების გაუქმება და სხვადასხვა სახის შეფერხება. ამის ემოციურად მიღება არ ღირს.

ენერგია საოჯახო გარემოს გაუმჯობესებისა და კომფორტის შექმნისკენ მიმართეთ. სახლისთვის სასარგებლო ნივთების შეძენა, რემონტი ან ავეჯის განახლება წარმატებული იქნება. შაბათ-კვირა დასვენებას, კითხვასა და შინაგანი წონასწორობის აღდგენას დაუთმეთ დრო.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის კვირის დასაწყისი, შესაძლოა, მარტივი არ აღმოჩნდეს – სხვების შეცდომების გამოსწორება ან დამატებითი მოვალეობების აღება მოგიწევთ. პროფესიონალიზმი შეინარჩუნეთ და ხელმძღვანელობასთან კამათში ნუ შეხვალთ.

კვირის მეორე ნახევარში პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. მარტოხელა წარმომადგენლებს სულიერად ახლობელ ადამიანთან საბედისწერო ნაცნობობა ელოდებათ. შაბათ-კვირას ვარსკვლავები მსხვილ შესყიდვებზე უარის თქმასა და ხარჯების ყურადღებით დაგეგმვას გირჩევენ.

ლომი
ლომებს, საერთო ტენდენციის საპირისპიროდ, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი ელოდებათ. სამსახურში ახალი პერსპექტივები გამოჩნდება, ხოლო ბევრი საკითხი საბოლოოდ ზუსტად ისე გადაწყდება, როგორც დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდით. კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის აღმოჩნდება.

ოთხშაბათს პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეიძლება, მოხდეს. ერთობლივი გასეირნება და გულახდილი საუბრები ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. პარასკევი გარდერობის განახლებასა და გარეგნობაზე ზრუნვას დაუთმეთ. შაბათ-კვირას ძალების აღდგენა და დასვენება არ დაივიწყოთ.

ქალწული
ქალწულებისთვის ამ კვირაში ჯანმრთელობისა და თვითგრძნობის საკითხებზე კონცენტრირება მნიშვნელოვანია. ახლა გადაღლისთვის თავის არიდება და სიფრთხილის დაცვა განსაკუთრებით აუცილებელია. კვირის დასაწყისი პროფილაქტიკური გამოკვლევების, მკურნალობისა და ორგანიზმის აღდგენისთვის ხელსაყრელია.

ოთხშაბათს ემოციების გაკონტროლება სცადეთ და კონფლიქტებში ნუ შეხვალთ. ხუთშაბათს მოულოდნელი მგზავრობა ან გეგმების ცვლილებაა მოსალოდნელი. კვირის ბოლოს მეტი ურთიერთობისა და მეგობრებთან შეხვედრის სურვილი გაჩნდება – ამ სიამოვნებაზე უარს ნუ იტყვით.

სასწორი
სასწორებს ვარსკვლავები უახლოესი წარსულის შეცდომების გამოსწორების შანსს მისცემენ. უკვე კვირის დასაწყისში შეიძლება, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც რთულ სიტუაციაში მხარდაჭერას გაგიწევთ. სამშაბათი პროექტების გაშვებისა და პერსპექტიული იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელია.

ოთხშაბათიდან კი შესაძლებლობების ფანჯარა მკვეთრად დაიხურება და კვირის ბოლომდე ახალი არაფერი დაგეგმოთ – არც სამსახურში და არც ფინანსურ სფეროში. შაბათ-კვირას იმპულსური შესყიდვებისგან შეიკავეთ თავი და ფულს ნუ გაასესხებთ.

მორიელი
მორიელებს საკუთარი გეგმების გადახედვა ყოველდღიურად მოუწევთ: ყველაფერი დაირღვევა და აირევა, ამიტომ პრიორიტეტული მიზნების წინასწარ განსაზღვრა და სათადარიგო გზების მოფიქრება ჯობს.

კვირის მეორე ნახევარში იმ ადამიანის გაცნობაა შესაძლებელი, რომელიც არაკეთილმოსურნეთა წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენი მოკავშირე გახდება. თუმცა მეტისმეტად გულახდილობას ნუ იჩქარებთ – ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ძილის რეჟიმს თვალი ადევნეთ და გადაღლას ნუ დაუშვებთ – ეს თქვენი წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ამ კვირაში სასურველი შედეგების მისაღწევად დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევთ. ზოგიერთი ამოცანა ჩვეულებრივზე ნელა განვითარდება, თუმცა სიმტკიცე და მონდომება ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. სამშაბათი სწავლისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი ცოდნის მიღებისთვის ხელსაყრელია.

რომანტიკულ სფეროში კი ახალ ნაცნობობასა და სასწრაფო გადაწყვეტილებებს ჯერჯერობით მოერიდეთ. კვირის ბოლოს ზომიერი ფიზიკური აქტივობა შეინარჩუნეთ და დრო განტვირთვას დაუთმეთ.

თხის რქა
თხის რქებისთვის პირველ პლანზე სამუშაო, კარიერა და ფინანსური საკითხები გადმოვა. კვირის დასაწყისი ენერგიის ძლიერ მუხტს მოგცემთ და დაგროვილ ამოცანებს წარმატებით გაუმკლავდებით.

სამშაბათს ინიციატივის გამოჩენა და ხელმძღვანელობისთვის საკუთარი იდეების გაზიარება ნამდვილად ღირს. ხუთშაბათიდან ყურადღება მატერიალურ მიზნებსა და გრძელვადიან გეგმებზე გადაიტანეთ. პირად ცხოვრებაში პაუზის აღებისა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი შეიძლება, გაჩნდეს. შაბათ-კვირა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ გაატარეთ და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება სცადეთ.

მერწყული
მერწყულებს დინამიკური კვირა ელოდებათ. მოვლენები სწრაფად განვითარდება: ახალი ნაცნობობა, საქმიანი მოლაპარაკებები, მგზავრობები და ბევრი ურთიერთობა გელით.

ახალ სამუშაოზე გადასვლის შეთავაზება თუ მიიღეთ – პასუხს უცებ ნუ გასცემთ. პაუზა შაბათ-კვირამდე აიღეთ, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და ახლობლებს რჩევა ჰკითხეთ. ოთხშაბათს განსაკუთრებული სიფრთხილე საბუთების გაფორმებისა და ქონებრივი საკითხების მოგვარებისას გამოიჩინეთ. კვირის ბოლოს მომატებული შფოთვა შეიძლება, ახლდეს. იმპულსებს ნუ აჰყვებით და სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ.

თევზები
ეს კვირა თევზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ორშაბათიდანვე დაიწყება მოვლენები, რომლებიც თქვენს სამომავლო გეგმებზე გავლენას მოახდენს და ცხოვრებისეულ ორიენტირებს შეცვლის. ეს პერიოდი შინაგანი ტრანსფორმაციისთვის, ჩვევების შეცვლისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის გამოგადგებათ.

კვირის მეორე ნახევარში განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ემოციურ მდგომარეობას დაუთმეთ. შაბათს ხასიათის გამოვლენა და საკუთარი ინტერესების დაცვა დაგჭირდებათ. ეს მშვიდად, თავდაჯერებულად და ზედმეტი აგრესიის გარეშე გააკეთეთ – ასე დიდ კონფლიქტს აირიდებთ თავს. კვირა დღე პაემნებისა და ურთიერთობების განმტკიცებისთვის ხელსაყრელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უმძიმესი ავარია ხელვაჩაურში – რა დეტალები ხდება ცნობილი?
  • რა არის ელ-ნინიო — რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში?
  • 28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge