Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში მცხოვრებთა ნაწილი, სოფლის მიმდებარედ მოწყობილი ტრაილერების სადგომის გაუქმებას ითხოვს

July 27, 2026
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში მცხოვრებთა ნაწილი, სოფლის მიმდებარედ მოწყობილი ტრაილერების სადგომის გაუქმებას ითხოვს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში მცხოვრებთა ნაწილი, სოფლის მიმდებარედ მოწყობილი ტრაილერების პარკინგის გაუქმებას ითხოვს – ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მარინე ჯიჯიაშვილმა განაცხადა, მდინარე არაგვის კალაპოტთან მოწყობილი სატვირთო ავტომობილების სადგომი როგორც გარემოს, ასევე იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის.

მისივე თქმით, მათ სასამართლოსაც მიმართეს, რათა მცხეთის მერიამ სადგომის მოწყობის ნებართვა გააუქმოს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 13-14 ათას კვ.მ. ფართობზე მოწყობილ სადგომზე, საშუალოდ 1500 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის გარემოს საცხოვრებლად უვარგისს ხდის.

„მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზის ტერიტორიაზე მდებარე მდინარე არაგვის აუზში (მდინარის კალაპოტის შეცვლით, რაზეც გვაქვს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა) და „ჯი-ვი-პის“ წყალგამწმენდი ტბების მე-2, მე-3 ზონებში მოწყობილია ტრაილერების სადგომი პარკი. ობიექტის მოწყობა დაიწყო 2022 წელს და გაიხსნა 2023 წლის შემოდგომაზე.

აღნიშნულ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში ხდება ტრაილერების შესვლა-გამოსვლა. გვაწუხებს ასობით ტრაილერის გამონაბოლქვი, მათი ჩართული მაცივრების ხმა და დაბინძურებული მდინარე. 2022 წლის დეკემბერში მივმართეთ სასამართლოს, რომლის წარმართვა უაღრესად ჭიანურდება: ერთი მოსამართლე სხდომის მრავალჯერ გადადების შემდეგ პენსიაზე გავიდა, მეორე მოსამართლის პირობებშიც რამდენჯერმე მოხდა სხდომის გადადება. დღემდე საქმის განხილვა არ დაწყებულა! ჩვენი განცხადებები მთავრობაში, პარლამენტში, სამინისტროებში (მათ შორის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს არაერთი განცხადებით და შეტყობინებით მივმართეთ) და საგამოძიებო უწყებებში ან უპასუხოდ რჩება ან ხდება პასუხისმგებლობის გადატანა სასამართლოზე, რომელზეც გონივრული ეჭვი გვიჩნდება, რომ ხორციელდება ზეწოლა!” – განაცხადა მარინე ჯიჯიაშვილმა.

ამასთან, როგორც ჯიჯიაშვილმა განაცხადა, სოფელ ნაზავში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი ითხოვს, რომ თუ სახელმწიფო სადგომის პრობლემას ვერ მოაგვარებს, მათთვის სხვა ტერიტორიაზე ღირსეული საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საია განცხადებას ავრცელებს
  • ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
  • “ეს სერიოზული გაფრთხილებაა… მთელი ქვეყნის გათიშვა ძალიან საგანგაშო სიგნალია” – რას ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge