Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვინ იყო ე.წ. ქოლცენტრების “კასირი“ – რა თქვა გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ

July 27, 2026
ვინ იყო ე.წ. ქოლცენტრების “კასირი“ – რა თქვა გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი სასამართლოში – სუს-ის ყოფილი უფროსის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ ცენტრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მფარველობდა.

როგორც პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა დახურული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასამართლოში სწორედ ლილუაშვილის პერიოდში მოქმედი 5 “ქოლ ცენტრის“ მფლობელი დაიკითხა. მან ჩვენებაში მათ შორის, ე.წ. კასირი დაასახელა, რომელიც „ქოლ ცენტრებიდან“ ნაღდ ფულს იღებდა.

პროკურორის თქმით, ეს პირი გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი ანდრია ლილუაშვილია.

„ერთ-ერთი ეპიზოდი არის კონკრეტული „ქოლ ცენტრების“ მფარველობისათვის გარკვეული ოდენობის ქრთამის აღება. ჩვენ, როცა სასამართლოში მტკიცებულებებს ვიკვლევთ, ბუნებრივია, ამ მიმართულებით, იმ პერიოდისათვის, ვინც დანაშაულებრივი საქმიანობის ამ სქემაში იყო ჩართული, ყველას ვკითხავთ. არ ვსაუბრობ იმაზე, ვინც შესაძლოა, ძებნილი ან გამოძიებისთვის ხელმიუწვდომელი იყოს. დღეს დაიკითხა მოწმე, რომელსაც იმ პერიოდისათვის 5 „ქოლ ცენტრი“ ჰქონდა, თავად განმარტა, რომ საკმაოდ დიდი ზომის „ქოლ ცენტრში“ მენეჯერული ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული. ამ ადამიანმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მათი „ქოლ ცენტრის“ მფარველი. ამ ადამიანმა ისაუბრა, რომ მისი „ქოლ ცენტრების“ გარდა, იმ დროისათვის თბილისში ბევრი „ქოლ ცენტრი“ ფუნქციონირებდა და მანვე განმარტა, რომ მეორე მხარეს, ამ „ქოლ ცენტრების“ მფარველობის საკითხში აქტიურად იყო ჩართული სუს-ი. მოწმეები ხშირად იყენებენ ტერმინს – „დაკრიშული“, ხშირად მოიხსენიებენ ტერმინს „ქოლგა“, ამ „ქოლგას“ წარმოადგენდა სუს-ი. მოწმემ გამოიყენა ტერმინი – „კასირი“, ანუ პიროვნება, ვინც „ქოლ ცენტრებიდან“ თანხებს კრეფდა ნაღდი ფულის სახით – ანდრია ლილუაშვილი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეს დაესვა კითხვები, მან გაიხსენა მათ შორის ის მოცემულობა, როცა მასთან გარკვეული პირები იყვნენ მისულები, შესთავაზეს, რომ ერთად ეწარმოებინათ „ქოლ ცენტრების“ მართვა, ამ მოწმეს აეღო მის თავზე ტექნიკური კუთხით მართვა, ხოლო „ქოლგის“ სახით ეს პირები სთავაზობდნენ, რომ მათ უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნებოდა და შესაბამისად, მფარველობას გაუწევდა. დღეს დაკითხული ეს მოწმე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ის იმდენად ბევრ „ქოლ ცენტრთან“ და იმდენად ბევრ პირთან კავშირში იყო, ვინც იმ პერიოდში ამ საქმიანობაში იყო ჩართული, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუნდაც, ანდრია ლილუაშვილთან მიმართებით, თუნდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მფარველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია… დადგენილია, რომ ანდრია ლილუაშვილი, სანდროს უწოდებენ მას ხშირ შემთხვევაში, იყო ის პიროვნება, ვისი ხელითაც იმართებოდა „ქოლ ცენტრები“ ან ვისი ხელითაც მფარველობდნენ „ქოლ ცენტრებს“…

როგორც მოწმეები ამბობენ, შეთანხმება იყო, რომ ერთმანეთის „ქოლ ცენტრების“ საქმიანობისათვის ხელი არ შეეშალათ. მოგეხსენებათ, რომ ერთი ფლანგი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის იყო, რომლის ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მიხეილ ჩოხელი, ძმები მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და შემდეგ სხვადასხვა „ქოლ ცენტრების მიხედვით იყო ჩაშლა პიროვნებების“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისათვის ქრთამის მიცემის, დახმარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ანდრია ლილუაშვილს 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა 23 ივლისს მიესაჯა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ლილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს.
სუს-სი ყოფილი შეფის გარემოცვის წევრს ჩამოერთვა დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კასირის“ წოდებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ…” – რას ამბობს ლილუაშვილის ადვოკატი
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში მცხოვრებთა ნაწილი, სოფლის მიმდებარედ მოწყობილი ტრაილერების სადგომის გაუქმებას ითხოვს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge