Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

July 27, 2026
„იყო დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი გვქონია, რატომ გავდივართ, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ, დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე“ – რას ამბობს ელენე ხოშტარია?

xr:d:DAExSyXv0AY:1182,j:32484842933,t:22080909

ვხედავთ, რამდენად სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია დაკავებების ახალ სერიას.

ხოშტარია ვახო სანაიას, გიორგი ახობაძის, თორნიკე თოშხუას და სხვა დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ტერორს არავინ შეეგუება.

“აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა, დაიცვა საქართველოს თავისუფლება.

მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო ვახო სანაიას, გიორგი ახობაძის, თორნიკე თოშხუას და სხვა, ყველა უკანონო პატიმრის მიმართ. სწორედ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ბრძოლისთვის. ეს შემართება, ეს დაუმორჩილებლობა. ასეთ ძვირფას მომენტებზე დგას ჩვენი წარმატება. როდესაც ვერცხლის წყალივით უსხლტება ხელიდან სისტემას სიმართლე და ვერ აღწევს საკუთარ მიზანს. სწორედ ასეთ გმირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. და როდესაც ამას უყურებ, ერთი, ორი და რამდენი წელიც საჭირო იქნება, იმდენი იჯდები ციხეში. სწორედ ეს არყევს სისტემას. ვხედავთ, რამდენად სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს.

ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა. ჩვენ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის , ტყუილის, სიბინძურის და დეჰუმანიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ და ასეთი ადამიანები – ვახო, გიორგი, თორნიკე, გოგოები – ამტკიცებენ, რომ ეს ტერორი, ეს სიბინძურე არ არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ სწორედ ამ შემართებით”- წერს ხოშტარია.

„ბიძინა“ და სამი ასოს კომბინაცია – ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ათი ადამიანი დააკავა.

ადგილზე ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოციალურ ქსელში წულუკიანზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმეს
  • სოჭში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
  • ავარია მარნეული-ბოლნისის გზაზე – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge