Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რუსეთი საქართველოს მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის პროექტზე მუშაობს” – რა თქვა მამუკა ფიფიამ რუსულ მედიასთან

July 27, 2026
“რუსეთი საქართველოს მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის პროექტზე მუშაობს” – რა თქვა მამუკა ფიფიამ რუსულ მედიასთან

პრორუსული პარტიის ლიდერი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ინგუშეთიდან საქართველოს მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის პროექტზე მუშაობენ. ამის შესახებ პრორუსული პარტიის ლიდერმა, მამუკა ფიფიამ, რუსულ მედიასთან ილაპარაკა.

მისი თქმით, მოსკოვს სამხრეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი დამატებითი სატრანსპორტო დერეფანი სჭირდება. ფიფიას განცხადებით, არსებული ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მზარდ სატვირთო ნაკადს ვეღარ უმკლავდება, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მარშრუტი, მისი შეფასებით, უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, რუსეთში ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განხილვა მიმდინარეობს.

მისების საქმიანი საბჭო კოლეგებთან ერთად – საგარეო საქმეთა სამინისტროდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ამუშავებენ მესამე სატრანსპორტო დერეფანს ინგუშეთის გავლით. დიახ, ეს ახალი მარშრუტია, სურთ ახალი ჩრდილოეთ სამხრეთი, ის დღეს არსებობს აზერბაიჯანის გავლით, მაგრამ თიტქოს ეს დიდი წრეა და მათ სურთ, რა თქმა უნდა, გააკეთონ ის უფრო მოკლე ინგუშეთის გავლით. გამოდის უფრო მოკლე, ეს არის ტარგემი და ბარისახო. ესე იგი, პროექტი იყო კომუნისტების დროს, აღმოჩნდა, რომ არსებობდა, მაგრამ ურბალოდ, ბოლომდე არ მიიყვანეს, გაყინული იყო. თანაც აქ არ არის არანაირი პოლიტიკა, ანუ აქ, ამ გზაზე შეიძლება მშვიდად მუშაობა და მუშაობენ მასზე და სრულიად შესაძლებელია, რომ გაიხსნას, რასაც ვერ იტყვი აფხაზეთზე, იმიტომ, რომ იქ, აფხაზეთის საკითხი ეს პოლიტიკური საკითხია და კრასნოდარის მხარე, მოცემულ მომენტში, ცნობილი მოვლენების გამო უკიდურესად გადატვირთულია. კრასნოდარის მხარეში მხედველობა მაქვს რკინიგზა, დავუშვათ, იქ ნაკადები, რომლებიც მიდიან, წავლენ საქართველოს გავლით, არ ვიცი – ირანში, აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში. რაც შეეხება ოსეთის მხრიდან, სახმრტეთ ოსეთს, იქაც პოლიტიკური საკითხია. ამაზეც მუშაობენ ადამიანები, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ყველაზე რეალური ეს, რა თქმა უნდა, ინგუშეთის გავლითაა – საავტომობილოც და რკინიგზაც. მაგალითად, ახლა არის საკითხის გადაწყვეტა, მაგალითად, როგორიც, აი, რატომაა ასეთი საცობები. თუ, მაგალითად, მოხერხდება, რომ ქართულ მხარეს, საქართველოს ტერიტორიაზე გაკეთდეს პუნქტი ამ ტვირთების და ავტომობილების დალუქვის, თუ მოხერხდება ამის გაკეთება. რისთვის? რათა იქვე, ადგილზე შემოწმდეს და გაიგზავნოს. ეს უნდა იყოს “როსპოტრებნაზორთან” დაკავშირებული, “როსსევხოზთან” და ასეთივე სტრუქტურებთან საქართველოდან ანუ ეს ორმხრივი უნდა იყოს და აქ სერიოზულად დავზოგავთ დროს, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, იქ მაშინვე დალუქეს და ის წავიდა მაშინვე, არ დგას საზღვარზეც კი. ამაზე მუშაობენ ახლაც სწორედ საბჭო და სხვა კოლეგები და ვფიქრობ, რომ ამ საკითხით უკვე უკეთესი სიტუაცია იქნება, – განაცხადა მამუკა ფიფიამ.

ამ განცხადებას ოპოზიციაში პოლიტიკურ გზავნილად აფასებენ. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფია კრემლის ინტერესების გამტარებელია და მისი განცხადებები ხელისუფლების რეალურ განზრახვებს ამოწმებს.

ივანიშვილის სტრატეგია არის, რომ არსებობდეს მის გარშემო მოლაპარაკე თავები, რომლებიც ვითომ არ არიან ივანიშვილი, მაგრამ, სინამდვილეში, ბიძნას საქმეს აკეთებენ. ასეთი არის რუსი მამუკა ფიფია, ასეთი იყოს თავის დროზე, სხვადასხვა პარტიები, რაღაც დროს “პატრიოტთა ალიანსი”, “ალტ ინფო”, ახლა “ხალხის ძალა” და ა.შ, ექსპერტები, ფილოსოფების მათ შორის, შათირიშვილი და ა.შ., რომლებიც ასრულებენ მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალებას, რომ წამოაყრანტალონდა თქვან ისეთი რაღაც, რისი დატესტვაც საზოგადოებას სჭირდება. მამუკა ფიფიაც, რომელიც ქართველზე მეტად რუსია და რუსულინტერესებს ატარებს, სწორედ მსგავს წარმონაქმნს მოგვაგონებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • ბათუმში აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინეს – დაკავებულია 1 პირი
  • საცობი მცხეთაში, თბილისის შემოსასვლელში – ვიდეოს მოქალაქე სოციალურ ქსელში აქვეყნებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge