Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი კრიტიკული მედიის დევნისა და დასჯის მექანიზმად აქცია” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

July 27, 2026
„ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი კრიტიკული მედიის დევნისა და დასჯის მექანიზმად აქცია” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესი კრიტიკული მედიის დევნისა და დასჯის მექანიზმად აქცია.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, საპარლამენტო აკრედიტაცია გაუუქმეს ან პარლამენტში საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის 15-მდე წარმომადგენელს.

მათივე თქმით, გამკაცრებული წესები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, სანქცია არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტზე, არამედ მთლიან მედიასაშუალებაზეც გაავრცელოს. ამ გზით კი „ქართული ოცნება“ ჟურნალისტებს კითხვების დასმისთვის სჯის, საზოგადოებას კი პარლამენტში მიმდინარე პროცესების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას უზღუდავს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის საქმიანობის სხვადასხვა ფორმით შეზღუდვას და ამისთვის სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების გამოყენებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტი, სადაც ჟურნალისტების აკრედიტაციის ისედაც დრაკონული წესი დამოუკიდებელი მედიის დევნის მექანიზმად არის ქცეული. სწორედ ამ წესის საფუძველზე, დეპუტატებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაციები გააუქმეს ან/და საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტური საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის 15-მდე წარმომადგენელს. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აფერხებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტაციის ახალი წესი „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის თებერვალში შეიმუშავა, რის საფუძველზეც, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში ქცევის წესები განუსაზღვრა. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუზე უარის შემთხვევაში“ ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს. სწორედ აღნიშნული ნორმა აქცია „ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკულ კითხვებზე თავის არიდების, აგრეთვე კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად. ნორმაზე მითითებით, ბოლო წლების განმავლობაში, საპარლამენტო აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით შეუჩერეს და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა შეუზღუდეს კრიტიკული მედიის ათობით წარმომადგენელს.

საგულისხმოა, რომ 2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ბრიტანეთის მხრიდან სანქცირებული პროპაგანდისტული, პროსამთავრობო „იმედს“ აკრედიტაცია ერთი წლით შეუჩერა, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესსაც გადახედავდნენ. რაც იმთავითვე კრიტიკული მედიისადმი მუქარად იქნა აღქმული. დაპირებიდან მალევე, დაახლოებით 1 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“ აკრედიტაციის წესი მართლაც შეცვალა და მისი დარღვევისთვის სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ: აკრედიტაციის წესის განმეორებითი დარღვევისთვის ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების 6-თვიანი ვადა 1 წლამდე გაზარდა; „დარღვევის სიმძიმისა და სიხშირის გათვალისწინებით“, საპარლამენტო აკრედიტაცია, შესაძლოა, არა მხოლოდ კონკრეტულ ჟურნალისტს, არამედ იმ მედიასაც გაუუქმდეს, რომელსაც იგი წარმოადგენს. პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით უჩერდება.

წლებია, „ქართულ ოცნებას“ მიზანში ჰყავს ამოღებული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია, რომელიც ამხელს ყველა იმ დანაშაულებრივ სქემასა თუ კორუფციულ გარიგებებს, რომლებთანაც მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების სავარაუდო ჩართულობა ან/და კავშირები იკვეთება. „ოცნების“ გუნდს დისკომფორტს უქმნის ამგვარი თემების გარშემო დასმული ნებისმიერი კითხვა და მათზე პასუხების თავიდან არიდების მიზნით, ის კრიტიკული მედიის გასაჩუმებლად აქტიურად იყენებს მისი გავლენების ქვეშ მყოფ ინსტიტუციებს, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდნენ, პარტიული დანამატის ფუნქცია აქვთ შეთავსებული და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში გვევლინებიან. ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი რიგითი მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდებიან და ვალდებულნი არიან უპასუხონ მათ მიმართ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვასაც კი. ამდენად, დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში არსებული ფორმალური წესების ბოროტად გამოყენება და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კითხვების დასმის აკრძალვის ინსტრუმენტად გადაქცევა.

დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში უწევთ პროფესიული მოვალეობის შესრულება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოში სრულფასოვნად მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობით სარგებლობა, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ მათთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, თავის მხრივ კი – ასევე „ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების კომისია მათ ბალანსის დარღვევისთვის სოლიდურ ფინანსურ სანქციებს უწესებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარულია ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან შექმნილი მტრული სამუშაო გარემოს მიუხედავად, კეთილსინდისიერად ასრულებს მის მოვალეობას და ინარჩუნებს პროფესიულ ღირსებას“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • ბათუმში აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინეს – დაკავებულია 1 პირი
  • საცობი მცხეთაში, თბილისის შემოსასვლელში – ვიდეოს მოქალაქე სოციალურ ქსელში აქვეყნებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge