რუსეთმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა – დაიღუპა 2, დაშავდა 13 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა 45 დასახლებულ პუნქტზე 917 დარტყმა განახორციელა – 22 საჰაერო დარტყმა, 634 დრონით შეტევა, 261 საარტილერიო დარტყმა.
