Sunday, February 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა განცხადებას აქვეყნებს კომპანია შშმ პირის საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ ეტლით ხიდზე არ შეუშვეს

July 14, 2022
რა განცხადებას აქვეყნებს კომპანია შშმ პირის საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ ეტლით ხიდზე არ შეუშვეს

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ოთო დარბაისელმა „ფეისბუკზე“ პოსტსი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ წალკის მუნიციპალიტეტში გახსნილ შუშის ხიდზე იმ მიზეზით არ შეუშვეს, რომ  ის ეტლით გადაადგილდება, რეზინის ბორბლები კი სერიოზულად აზიანებს მინას.

აღნიშნულ ფაქტს კომპანია “კასს ლენდი“ გამოეხმაურა:

„გვინდა გამოვეხმაუროთ „კასს ლენდის“ მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს და გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება.

როგორც იცით, წალკის კანიონზე განხორციელდა ისრაელური კომპანია „კასს გრუპის“ კერძო ინვესტიცია და პროექტის ღირებულება 120 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, მის დაპროექტებასა და მშენებლობაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო დონის წამყვანი სპეციალისტები და კომპანიები. სწორედ ამიტომ, „კასს ლენდის“ სრული ინფრასტრუქტურული მოწყობა წალკის კანიონზე არათუ აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, არამედ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარისხის საერთოდ ახალ გაგებას გვთავაზობს. საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, საერთაშორისო ნორმების და რეგულაციების საფუძველზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფრასტრუქტურა სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, რაც გულისხმობს შშმ-პირთათვის განკუთვნილი პანდუსების, ლიფტების (3 ლიფტი) და მანიშნებლების ინსტალაციას მთელ ტერიტორიაზე.

„კასს ლენდის“ ხედვაა შექმნას თანასწორი გარემო, რათა ყველა ადამიანს, თანაბრად შეეძლოს წალკის კანიონზე ჩამოსვლა და ყველა იმ ატრაქციით სარგებლობა, რომელსაც პროექტი მოიცავს. თუმცა, სოციალურ მედიაში გუშინ, 12 ივლისის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია, აზიანებს კომპანიის რეპუტაციას და წინააღმდეგობაში მოდის არსებულ რეალობასთან.

რესტორანში ჩასასვლელი შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი, სამწუხაროდ მწყობრიდან იყო გამოსული, თუმცა ამ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება 24 საათში მოხდა და ამ დროისთვის ლიფტი შეუფერხებლად მუშაობს. სამეთვალყურეო ვიდეო ფაქტებით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არასდროს, არცერთი შშმ პირისთვის დაშვება აკრძალული არ ყოფილა, ტერიტორიის იმ მონაკვეთებზე სადაც ნებადართულია გადაადგილება.

გახსნის დღიდან, 14 ივნისიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე მრავალი შშმ პირი იმყოფებოდა „კასს ლენდში“, რომელთაც არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ ინფრასტრუქტურის სარგებლობისას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ მსურველს და დაინტერესებულ პირს შეგვიძლია შევთავაზოთ პერსონალური ტური და ადგილზე ვაჩვენოთ ის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, რაზეც კომპანიის მხრიდან დიდი რესურსი დაიხარჯა.

გვინდა თხოვნით მივმართოთ საზოგადოებას და მედიას, რომ თავი შეიკავონ დაუდასტურებელი/გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაზიარებისგან. „კასს ლენდის“ გუნდი ყოველთვის მზადაა ღიად ისაუბროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამომწურავი პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას. არასწორი და არასრული ინფორმაციის გავრცელება, დიდი რისკის ქვეშ აყენებს იმ ტურისტული მიმართულების რეპუტაციას, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა და მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

„საქართველოს ბრილიანტის“ შესახებ საუბრობენ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო მედია ორგანიზაციები, როგორებიცაა CNN, BBC, Euronews და სხვა. დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ „კასს ლენდს“ არამედ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ქვეყანას. ამ გიგანტური პროექტის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც ძალას და მონდომებას არ იშურებენ უკეთესი გარემოს შესაქმნელად, ყოველდღიურად კანიონი ათასობით ტურისტს მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ „კასს ლენდით“ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია იამაყოს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ თემით დაინტერესდა! ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად შევძლებთ უკეთესი გარემოს შექმნას.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის ქალაქ ხორამაბადში “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სარაკეტო ბაზა აფეთქდა
  • “ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი, ყელი აქვს გამოღადრული”- ექიმი ბათუმის კლინიკაში მომხდარზე
  • “სასამართლომ მიუთითა შსს-ს, რომ ჩემს მიმართ აღძრას სიახლის სამართლის საქმე” – ზურაბ ცეცხლაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge