ყაზახეთის ქალაქ ალმათიში 35 წლის ქართველი გარდაიცვალა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის მკვიდრი, მიშა ზაალიშვილი, ყაზახეთში წლების განმავლობაში, მამასთან ერთად, ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კითხვები აქვს და არ გამორიცხავს, რომ მამაკაცის მოულოდნელი გარდაცვალება ზაალიშვილის ბიზნეს-საქმიანობას უკავშირდებოდეს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა და სამართალდამცავები დაადგენენ. მიშა ზაალიშვილის ცხედარი უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ სოფელ კისისხევში უკვე ჩამოასვენეს. გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.
