Friday, July 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს

July 24, 2026
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მძიმე ტექნიკის დახმარებით განახლდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

როგორც ქიმაძემ აღნიშნა, აუცილებელია შემთხვევის ადგილზე ჰიდროლოგების, გეოლოგებისა და მშენებლების ჩასვლა, რათა დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია მსგავსი სტიქიური პროცესების პრევენცია მომავალში.

ამასთან, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია დაადგენს.

უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ სოფლებში მიმდინარე სამუშაოებს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან ერთად, გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი, მერიის, საკრებულოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილი კომისიის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ გომაროში, ქვემო ენთელსა და სოფელ შოყაში. სოფელ გომაროში დაზიანდა ორი საცხოვრებელი სახლი და საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვემო ენთელში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხოლო სოფელ შოყაში – სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საგზაო ინფრასტრუქტურა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სანქტ-პეტერბურგში ძლიერ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ
  • “ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს ივანიშვილმა“ – ოპოზიცია ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე
  • სამტრედიაში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge