“ამას ხედავთ? ეს უბრალოდ პი**ეცია. ღამით მეძინა, არაფერი გამიგია. როგორც წესი, ღრმა ძილი მაქვს. დილით რომ გავიღვიძე, აი ეს დავინახე. ახლაც ვკანკალებ. მგონი, ეს სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის საწყობია”, – ამბობს რუსი ქალი სანქტ-პეტერბურგიდან გავრცელებულ ვიდეოში.
ამ წუთებში სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის საწყობებში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში Ozon-ისა და Wildberries-ის საწყობები დაბომბა. ცნობილია, რომ სულ მცირე სამ ლოკაციაზე 10-მდე საწყობი და მიმღები ტერმინალია განადგურებული
