“მიხაილო ფედოროვი გუნდშია. მე მას რამდენიმე თანამდებობა შევთავაზე – ჩვენი ყველა შეხვედრის დეტალებში რომ არ შევიდეთ: ბოლო პოზიცია არის უკრაინის ვიცე-პრემიერი სამხედრო ინოვაციების საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინოვაციების კოორდინაცია უნდა ხდებოდეს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ჩვენი არმიის მთავარსარდალთან და პრეზიდენტთან. ეს ყველაფერი შესაძლებელია და უნდა კეთდებოდეს ყოველდღიურად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
