„შოკში იყვნენ, ანუ საერთოდ ვერ მიხვდნენ, რატომ ესროლეს. კონფლიქტიც არ მომხდარა, როგორც მივხვდი. უბრალოდ იმ არსებამ – ადამიანსაც არ ვუწოდებ – მისცა შენიშვნა სიცილის გამო და მოულოდნელად დაესხათ თავს. აი, აქ იყო მანქანა, რომ მოვედი, კარები ღია იყო და უკანა სავარძელზე ნახევრად მოკეცილ მდგომარეობაში იყო ბიჭი. მოპირდაპირე მხარეს დავინახე ორი დაჭრილი ბიჭი – ერთი იყო მხარში დაჭრილი და მეორე ხელში. არ იყო სასწრაფო დახმარება მოსული. გამოვიტანე სახლიდან პირველადი დახმარების ნივთები და შეძლებისდაგვარად პირველადი დახმარება აღმოვუჩინე.
იმ ბიჭებს, ვინც გონზე იყვნენ, ძალიან აღელვებულები და დასტრესილები იყვნენ… უბრალოდ ორივე იძახდა, რომ საერთოდ არაფერი არ დაგიშავებიაო. აქ, თუ არ ვცდები, კიდევ ერთი ბიჭი იყო, მე მგონი მძღოლი, რომელიც გადარჩა და დაიჭრა, ისიც იძახდა, რომ საერთოდ არაფერი დაგვიშავებიაო. შოკში იყვნენ, უბრალოდ ვერ მიხვდნენ, რატომ ესროლეს. კონფლიქტიც არ მომხდარა, როგორც მივხვდი, უბრალოდ იმ არსებამ – ადამიანსაც არ ვუწოდებ – მისცა შენიშვნა სიცილის გამო და მოულოდნელად დაესხათ თავს“, – ამბობს ვერაზე გუშინ მომხდარი სროლისა და მკვლელობის თვითმხილველი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
