Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ერთი კვირის ვადაში, სასამართლოში მოწმედ სავარაუდოდ, რომეო მიქაუტაძეს მიიყვანენ – სუს-ის ყოფილი შეფის საქმე

July 23, 2026
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – მხარეები საპროცესო შეთანხმების შესახებ დასმულ კითხვას პასუხობენ

გრიგოლ ლილუაშვილი განაჩენის მოლოდინში – სექტემბრის ბოლომდე სუს-ის ექს-შეფის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.

ივლისის ბოლოს პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს – ასე პასუხობს საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი “პირველების” კითხვას, როდის მიიყვანენ სხდომათა დარბაზში ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, მსჯავრდებულ რომეო მიქუტაძეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ლილუაშილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

პროკუროატურის მოწმეების შემდეგ რიგი დაცვის მოწმეებზე მივა – სექტემბრამბრის ბოლომდე გამოკითხული იქნება ყველა მოწმე ვინც სიაშია.

დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე განხილვა ისევ “ქოლცენტრების” ეპიზოდით გრძელდება. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმე, რომელიც დღეს დაიკითხება მნიშვნელოვანი პირია და მნიშვნელოვანი ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს.

დავკითხავთ კიდევ ერთ მოწმეს, რომელიც დაკავშირებული არის “თაღლითური ქოლ-ცენტრების” საქმიანობასთან. ის გარკვეულწილად ჩართული იყო ამ საქმიანობაში და შესაბამისად, მას აქვს მნიშვნელოვანი ცოდნა, რა თქმა უნდა, მე ამას გამოკითხვის ოქმზე დაყრდნობით ვამბობ – ვფიქრობ, რომ ის მის გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას ზეპირსიტყვიერადაც დაადასტურებს სასამართლოს წინაშე და გასცემს დასმულ კითხვებს პასუხებს და ამ შემთხვევაშიც, მე მიმაჩნია, რომ ეს მოწმე არის ძალიან მნიშვნელოვანი პირი და მნიშვნელოვანი ინფორმცაიის მატარებელი.

ყველა, ვინც დასაკითხ პირთა სიაშია და ამ დრომდე სასამართლოში დაკითხული არ არის, ბუნებრივია, ყველასთან მიმართებით მოხდება დაბარება, სასამართლოში დაკითხვა – იმ ვადაში, რაც კანონით არის გაწერილი. იცით, რომ სექტემბრის ბოლომდე არის საპატიმრო ვადა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად ბრალდების მხარე ამ თვეში დაასრულებს მტკიცებულებების გამოკვლევას, პრაქტიკულად, რამდენიმე მოწმე გვყავს დარჩენილი და ამის შემდეგ დაცვის მხარემ უნდა დაიწყოს მისი მოწმეების წარმოდგენა”, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • სასამართლომ ირაკლი ჩიმაკაძის მიმართ საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარის გამო მალხაზ მაჩალიკაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა
  • ავარია მარნეული-თბილისის გზაზე – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge