Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“პაციენტი არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური…” – რას ამბობს ექიმი ვერაზე მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეზე

July 23, 2026
ფულის გამოძალვა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის „ფოლადას“ სახელით – დაკავებულია 2 პირი

პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია. ამ ეტაპზე ის იმყოფება პალატაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მდგომარეობა არის სტაბილური, არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა.

ექიმის თქმით, ბრალდებული კლინიკაში უკვე ამპუტირებული თითით შეიყვანეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„კატასტროფის სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი, მარცხენა ხელის მეორე თითის ამპუტაციით. პაციენტი შემოყვანისას იყო უკვე ამპუტირებული თითით, შესაბამისად, სრული შეფასება, რით იყო ამპუტირებული, ახლა არ შემიძლია. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია.

ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება პალატაში, ქირურგის, ტრავმატოლოგის, ანგიოქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი მდგომარეობა არის სტაბილური, არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური. ის ამჟამად იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაც, შესაბამისად, სხვა ინფორმაციის მოწოდება მე არ შემიძლია“, – განაცხადა ლევან ბესელიამ.

ცნობისთვის, ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუსის ოცნება” – სალომე ზურაბიშვილი ვერაზე სისხლიან გარჩევას ეხმაურება
  • “ვახო სანაიას პატიმრობა მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობაა” – ეკა გიგაური
  • მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge