Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ექიმის ინფორმაციით, ქალი, რომელიც ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს

July 23, 2026
ექიმის ინფორმაციით, ქალი, რომელიც ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ქალი, რომელიც გუშინ, ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში თხემის მიდამოში მცირე სისხლმდენი ჭრილობით შეიყვანეს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი. თხემის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის მცირედ სისხლმდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია ქირურგის კონსულტაცია. არსებული ჭრილობა დამუშავდა პირველადი ქირურგიული წესით. გაიკერა კვანძოვანი ნაკერით. დაყოვნდა პაციენტი მცირე ხნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა ბინაზე“,- განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.

როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გახსოვდეთ, პროპაგანდისტებო, პროპაგანდის ძალაში მისივე ყველაზე დიდი სისუსტე დევს…” – რას წერს ნიკა გვარამია
  • “აქ რომ საცობი არასდროს (არასდროს!!!) ყოფილა, რუსთაველის გამო რა ხდება ახლა… ” – რას წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში
  • პუტინის თანაპარტიელები მოუწოდებენ რუსებს, არ თქვან უარი საქართველოში მოგზაურობაზე კახეთში, რუსი ტურისტის ცემის მიუხედავად

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge