კაცი, რომელმაც ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით 3 პირი დაჭრა და ერთი მოკლა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც, ექიმები “TV პირველს” უყვებიან, 42 წლის ნიკა კაპანაძე კლინიკაში 00:34 საათზე შეიყვანეს, მას მარცხენა მტევნის ერთ-ერთი თითი ამპუტირებული ჰქონდა, ხოლო ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის არეში.
ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ნიკა კაპანაძე პალატაში ბადრაგთან ერთად 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ექიმის განმარტებით, მას საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენება, სავარაუდოდ, ჯერ არ მიუცია.
23 რიცხვში, 00:34 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნეა 42 წლის მამაკაცი, დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან, ცატარდა შესაბამისი კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში.
ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა პაციენტთან. არა, ტყვიას ვერავინ ვერ დაადასტურებს, არ ვიცით ჩვენ იქ რა იყო და რა შემთხვევაა, როგორ მოხდა დაზიანება, ამას ექსპერტიზა დაადგენს. გონზეა, კონტაქტურია პაციენტი.
არ ვიცი, ჩვენთან განყოფილებაში არ მიუცია [ჩვენება]. [შსს-ს თანამშრომლები] ადგილზე არიან, მათ მიერ იქნა მოყვანილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახლდა თან და მას შემდეგ აქ არიან. პალატაში არის ბადრაგთან ერთად, 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ.
წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ ხვალ, როგორც პაციენტის მდგომარეობა იქნება იმის მიხედვით,” – განაცხადა ექიმმა.
22 ივლისს, თბილისში, ვერაზე გახსნილ ცეცხლს 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი ემსხვერპლა. შანიძის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. აქედან ერთი ქალია, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ათზე მეტი გასროლა გასულ ღამეს ახალგაზრდების სიცილს და ხმამაღლა საუბარს მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხმაურმა იქვე მდებარე სასტუმროს მფლობელი ნიკოლოზ კაპანაძე გააღიზიანა და ახალგაზრდები ჩაცხრილა.
რაც შეეხება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა “ჰელსიკორში” აცხადებენ, რომ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მკვლელობის ბრალდებით ნიკა კაპანაძე შსს-ს თანამშრომლებმა აგსულ ღამეს დააკავეს.
ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
