Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

July 23, 2026
ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს.

უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვშ მყოფის მიმარ საუბარია ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე.

კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის – ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ! – ამბობს უფლებადამცველი.

„ბოლო 24 საათი ჩემთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს დავიცავ, ჩემი პირადი შეტყობინებები პრაქტიკულად არ ჩერდება.

გულწრფელად ვიტყვი, რომ ამდენი შეტყობინებას, მასალას და ინფორმაციას ნამდვილად არ ველოდი.

თითოეულ ადამიანს უდიდეს მადლობას გადავუხდი ნდობისთვის. მასალებს ვინახავ და მხოლოდ საფუძვლიანი გადამოწმების შემდეგ გავასაჯაროებ.

ამავდროულად, ინტერესით ვაკვირდები, როგორ ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ ერთი მხარის საჯარო განცხადებების საფუძველზე, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ჯერ საერთოდ არ უსაუბრია. ბუნებრივია და გასაგები უმრავლესობის რეაქციაც.

ადვოკატის პროფესია სწორედ იმით განსხვავდება, რომ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, მტკიცებულებებით იღებს. ამიტომ მე მხოლოდ ფაქტები მაინტერესებს და არა მიზანმიმართული თავდასხმები.

კატეგორიულად არ დავუშვებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის – ჯიმშერ ვიბლიანის და მისი ოჯახის სახელი რაიმე ფორმით დაუკავშირდეს იმ უმძიმეს და საზარელ ბრალდებებს, რომლებზეც დღეს საჯაროდ საუბრობენ! მკაცრად ვემიჯნებით და ვგმობთ მსგავსი სიბინძურის რაიმე სახის შემხებლობას ჩემს კლიენტის სახელთან. გაოგნებული და შოკირებული ვართ თავად ისტორიით და უფრო მეტიც, ჯიმშერ ვიბლიანის სახელის რაიმე ფორმით ხსენებით სრულიად სვანეთისთვის მკრეხელურ და სამარცხვინო ამბავთან.

შეგახსენებთ, რომ მე არ ვარ ოთხი პირის ადვოკატი, არამედ ვიცავ მხოლოდ ერთი პირის – ჯიმშერ ვიბლიანის ინტერესებს, რომლის მიმართაც საჯაროდ საუბარია განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძალადობის ცალკეულ ეპიზოდზე და არა გაუპატიურების ბრალდებაზე. თითოეული პირისა და თითოეული ეპიზოდის სამართლებრივი შეფასება დამოუკიდებლად უნდა მოხდეს.

ორშაბათს გავმართავ პრესკონფერენციას. საზოგადოებას წარვუდგენ მხოლოდ იმ ინფორმაციასა და მასალებს, რომლებიც გადამოწმებულია. მერწმუნეთ, ბევრი კითხვაზე პასუხი, რომელიც დღეს არსებობს სრულიად სხვა ჭრილში გამოჩნდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს – მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რეგიონებში პატრონიან ძაღლებს სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ უტარდებათ
  • სოფიო სიგუა-შატბერავა ამბობს, რომ იოსებ სიგუასგან მუქარა პირდაპირ სასამართლოში მიიღო – რა ჩანს კადრებში
  • ცნობილია ბათუმში დაჭრილი კაცის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge