მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 090 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.35%-ით იკლო.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 58 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.86%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 361 ლარია, 750 სინჯის – 271 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს.
