თბილისში, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე TV პირველისთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ნიკა კაპანაძე. ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმმა ბრალდებულის დედის სასტუმროში დააკავა.
“პირველების” ინფორმაციით, კაპანაძემ სამართალდამცავების წინააღმდეგობა გაუწია, ბოლოს კი დაზიანება მიიღო. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
რაც შეეხება დაჭრისა და მკვლელობის ფაქტს, ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, კაპანაძე ახალგაზრდების სიცილმა გააღიზიანა და მათი მისამართით მინიმუმ 5-ჯერ გაისროლა.
22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
