თბილისში რიგით მე-19 Art-გენის ფესტივალი იწყება. თბილისის ტური 15 ივლისს, „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.
კონცერტები ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში გაიმართება. 24 ივლისს, თბილისის ტურს, „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.
ფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები და ქართული სამზარეულოს კუთხეები.