Wednesday, July 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

July 22, 2026
ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? – რას აცხადებს მესამე პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ის პოლიტპატიმართა სიაში უსამართლოდ არ შეიყვანა. მისი შეფასებით, არასამთავრობო სექტორს პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

“სრულიად სამარცხვინოდ “ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში.
სინამდვილეში ეს ერთი წუთით არ გამკვირვებია. სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი ჩემი რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციაში და ივანიშვილის მოყვანაში და ამდენი წელი, ეს მოღვაწეები, სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირი პასუხისმგებლობას ამაზე, უფრო მეტიც დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას.

კარგი, დავუშვათ ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი და რეჟიმისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ვარ სწორედ მე?

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად.

და როგორ გამოვიდა, რომ ევროსაბჭო, რომელსაც თქვენ მოიხმობთ, თავის მრავალრიცხოვან რეზოლუციებში მასახელებს პოლიტპატიმრად და პუტინის პირად ტუსაღად, იგივე ეხება ევროპარლამენტს და ემნესთი ინთერნეიშენალს და თქვენ არ გაგყავართ იგივე კატეგორიებში.
ხმა არ ამოგიღიათ ოპოზიციის მასობრივ პოლიტიკურ დევნაზე ქოცების პირველივე წლებიდან, აქებდით “სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღას.” ხმა არ ამოგიღიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალადობაზე და მასობრივ მოსყიდვაზე, 2020 წლის გაყალბებაზე.

სწორედ ამ თქვენი სიჩუმით, დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში და სხვათა შორის, სიტყვა დიქტატურის გამოყენებას დღემდე დემონსტრაციულად არიდებთ თავს.
სანამ არ აღიარებთ თქვენს პასუხისმგებლობასაც დღეს შექმნილ სიტუაციაში, სანამ არ აღიარებთ თქვენივე შეცდომებს, მათ შორის ახლა ჩემს მიმართ დაშვებულ დანაშაულებრივ შეცდომას, რომ თურმე მართლა პიჯაკების ყიდვისთვის ვარ ტყვეობაში და ახლა არ მასამართლებდნენ პოლიტიკური გამონათქვამისთვის, მანამ ვერანაირ სერიოზულ როლს თქვენ საქართველოში ვერ ითამაშებთ.
ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ “გამჭვირვალობას”, სირცხვილი მათ!

PS.
თრანსფარენსმა გააკეთა ახალი განმარტება რომ პოლიტპატიმრის სიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის, ვინც გამონათქვამების და აქციების გამო ზისო.

აქაც იტყუებიან, მე ახლა სწორედ ჩემი გამონათქვამისთვის და აქციებზე გამოსვლის მოწოდებისთვის მასამართლებენ “საბოტაჟის საქმეზე”, მაგრამ ეს მათ შეგნებულად გამორჩათ. იმედია გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ტრადიციული შაბათის მარშები ავლაბრის მეტროდან კანცელარიამდე გაიმართება
  • “ეს არის გონდაკარგული ხელისუფლება, რომელიც ძალადობით ტკბება“ – მიხეილ მშვილდაძე
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge