101 620% – სწორედ ამ ოდენობით გაიზარდა ირანში ავტომობილების რეექსპორტი. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში ირანში 5 000-ზე მეტი ავტომობილი გავიდა. საუბარია 89 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მანქანებზე.
ეკონომისტები ირანთან სავაჭრო ურთიერთობების ზრდაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ტენდენცია შესაძლოა ქართულ ავტობაზარზე უარყოფითად აისახოს. მათივე თქმით, ირანთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება დამატებით კითხვებს აჩენს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობს.
კონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი ამბობს,
ირანს ძველ პერიოდთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლებ სანდო პარტნიორად მიიჩნევენ და შესაბამისად, ყველა დასავლური თუ აღმოსავლეთის ქვეყნები თავს არიდებენ მასთან პირდაპირ კავშირს და აქ უნდა ვივარაუდოთ უკვე, რომ სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რეექსპორტის მიმართულებით ხდება ჩვენი ქვეყნის სივრცის გამოყენება. ეს ვერ იქნება ხანგრძლივად სტაბილური სივრცე ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც ცალსახად ნიშნავს იმას, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ქვეყანამ. ნაკადები, როგორც ჩვენი მხრიდან ირანის მიმართულებით, ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაკადები გაიზრდება თვითონ ირანის მხრიდანაც საქართველოს გავლით, შესაძლოა, დარეგისტრირდეს როგორც ექსპორტი საქართველოდან, მაგრამ შემდეგ ჩვენი ქვეყნიდან იყოს გასული სხვადასხვა სივრცეზე. როგორც ხედავთ, ჩვენი სივრცის გამოყენება ხდება ისევე, როგორც რუსეთთან მიმართებაში ხდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე, – ამბობს ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი.
ვინც ავტომობილების ექსპორტზე მუშაობს, მიზეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, სწორედ ამერიკა-ირანის ომის დაწყების შემდეგ დაიწყეს დილერებმა საქართველოდან ირანში ავტომობილების მასშტაბურად გაყვანა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის მთავრობამ ავტომობილების განბაჟების შეღავათიანი პირობები შემოიღო.
ბოლო ორი თვეა რაც ირანში საომარი მოქმედებები გააქტიურდა. ირანის მთავრობამ შეღავათიანი პირობები შემოიღო ავტომობილების განბაჟებაზე, იმპორტირებულ ავტომობილებზე და შესაბამისად, ირანელი დილერები და ფიზიკური პირები დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და დიდი ოდენობით ავტომობილები გაჰყავთ. ძირითადად, ამ ავტომობილებს ყიდულობენ ფიზიკური პირებისგან, ქალაქში დადიან ირანელები, სახელოსნებთან აჩერებენ და იქ სთავაზობენ მოსახლეობას ავტომობილის შესყიდვას. ასევე, ყველა ავტომობილი გაჰყავთ, რაღაც ციფრები აქვთ და ასევე ამერიკული წარმოების ავტომობილები ვერ გაჰყავთ, – ამბობენ სპეციალისტები.
